ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

მათთვის მთავარია, ქვეყნისა და მისი ხელისუფლების დაზიანება-მაჭარაშვილი ენმ-ზე

04.14.2022 | 19:46 ნახვები: 1016

როგორც ცნობილია უკრაინაში მიმავალი საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ არის. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

რატომ არ არის „ენმ“, უკრაინაში მიმავალი საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის, რა არის ამის მიზეზი და როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაში.“ - ამ თემაზე სასაუბროდ  „ნეიშენ ჯორჯია“ „ქართული ოცნების დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს დაუკავშირდა.

-ბატონო, გურამ უკრაინაში მიმავალი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არ ყოფნა თქვენ როგორ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ?

-უპირველესად ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ის, რასაც ბოლო პერიოდის მანძლზე ამბობდნენ.

-რას გულისხმობთ?

-იმას, რომ რაღაც შემადგენლობის პრობლემა იყო.

-და ესაა მიზეზი?

-დიახ. ზუსტად ეს მიზეზი მოეძალათ და ახლა კიდევ ერთხელ გამოაჩინეს მათი რეალური სახე.

-და როგორია მათი რეალური სახე?

-ისეთივე, როგორიც იყო. მათ არ სურთ სიკეთის გაკეთება ან თუნდაც გაზიარება. ისინი არანაირი სწორი გადაწყვეტილების მომხრე არ არიან, რომელიც ქვეყნისთვის გამოსადეგი იქნება.

-გასაგებია. ანუ თქვენ ამბობთ, რომ „ენმ“-ს საპარლამენტო დელეგაციაში არ ყოფნის მიზეზი მათი პოლიტიკური ნარატივიდან გამომდინარეობს და ეს გადაწყვეტილებაც სწორად მიგაჩნიათ.

-მათთვის მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის მთავარია, ქვეყნისა და მისი ხელისუფლების დაზიანება.

-ეს უფრო მიზანი გამოდის ბატონო გურამ და არა მიზეზი ...

-ზუსტად. ესა მათი მთავარი მიზანი,რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

-ბატონო, გურამ  ჩვენ ახლა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ოპოზიციურ ძალაზე ვსაუბრობთ, რომლის მიზნებიც თავად გამოკვეთეთ. თუმცა, მოდით დავუბრუნდეთ უკრაინას სადაც ვითარება ისევ მძიმეა. ამის ფონზე  არ ფიქრობთ რომ ახლა ქვეყანაში პოლიტიკური ჯიბრის დრო არ არის?

-ჯერ ერთი ეს კითხვა მე არ მეკუთვნის ეს „ნაციონალურ მოძრაობას“  უნდა ჰკითხოთ.  

მე ახლა თქვენ გესაუბრებით.

-ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. უფრო ლოგიკური იქნებოდა იმათთვის დაგესვათ ეს შეკითხვა.

-ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ გაქვთ?

-მე რაზე უნდა მქონდეს პასუხი? ცუდად რატომ იქცევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა?“

-არა, მე სხვა რამ გკითხეთ ბატონო, გურამ - პოლიტიკური შეჯიბრის დრო თუ არის ახლა ქვეყანაში?

-ეს უკვე გითხარით. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უარს ამბობენ. აი, ეს არის ცუდი საქციელი. ყველა ასე აფასებს.

-ვინ ყველა?

-საზოგადოება თუნდაც.

-ანუ თქვენ ამბობთ, რომ მთავარი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის „ცუდ საქციელშია“, სწორად გავიგე?

-ზუსტად მაგას ვამბობ. აბა, მათ ჰკითხეთ თუ არის ამის დრო ახლა. მაგრამ პასუხი არ ექნებათ. იმიტომ.რომ ამაზე პასუხი არ არსებობს.

ესაუბრა, მარიამ ხინიკაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა