მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
War update: 86 combat clashes in past day, 18 Ukrainian airstrikes targeting enemy forces
U.S. in contact with Ukraine on content of upcoming aid package - Pentagon
Next package of U.S. aid to be larger than usual - media
Air defense forces destroy all air targets attacking Kyiv overnight Tue

Дзирс Намахвангэси!

04.15.2021 | 13:09 ნახვები: 994

არავითარი ჰიდროელექტროსადგური რიონის ხეობაში არ აშენდება. ეს უკვე ცხადია: პროტესტი, რომელმაც ძალა მოიკრიბა, სულ უფრო გაძლიერდება, გადაიკეტება გზები, ჩაიხერგება მისასვლელები, თურქულ კომპანიას და მის ქართველ კონტრაგენტებს არ მიეცემათ მუშაობის საშუალება, ევროპული მედიაციით ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში უიმედოდ გაჩხერილ, დაშლის პირას მყოფ დაგლახავებულ ხელისუფლებას კი, საბედნიეროდ, არ ეყოფა რესურსი რაიმე რეალური რეპრესია გაბედოს რიონის ხეობის დამცველთა წინააღმდეგ: რამდენიმე საათით დაიჭერენ და გაათავისუფლებენ.

მოლაპარაკებებს არანაირი აზრი არა აქვს: არც ერთ არგუმენტს არ შეისმენენ გარდა ერთისა: არ აშენდება. მორჩა, წერტილი.
ოღონდ ამ პროცესს ისეთი დემაგოგიური ნიაღვარი სდევს თან, ანუ რთული პრობლემიდან იოლად გამოძრომის მცდელობანი, რომ ელემენტარული საღი აზრიდან გამომდინარე, იძულებული ხდები უპასუხო.
მაგალითად: „ჩვენ ვიბრძვით არა ჰეს-ის წინააღმდეგ, არამედ იმ კაბალური ხელშეკრულებისა, რომელიც ხელისუფლებამ გააფორმა თურქულ კომპანიასთან".
ეს არგუმენტი პირწავარდნილი დემაგოგიაა ორი მიზეზით; თუკი „რიონის ხეობის დამცველები" აცხადებენ (საფუძვლიანად), რომ მათი მიზანია არ დაუშვან რიონის დაგუბება, რაც შეცვლის (ნამდვილად შეცვლის) ხეობის ეკოსისტემას, როგორც ყველგან და ყოველთვის ცვლის დიდი კაშხალი და დიდი წყალსაცავი ეკოსისტემას ნებისმიერ ქვეყანში, მაშინ ახალი ხელშეკრულება რას შეცვლის ამ მხრივ რაოდენ „კარგი" და „არაკაბალურიც" არ უნდა იყოს? თუ მაინც აშენდა კაშხალი, თუნდაც საუკეთესო ხელშეკრულების მიხედვით, წყალი აღარ დაგუბდება? ეკოსისტემა აღარ შეიცვლება?
ეს ერთი. ახლა რაც შეეხება ხელშეკრულების „კაბალურობას". რა თქმა უნდა კაბალურია ეს ხელშეკრულება! ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს და ყველანი ვთანხმდებით: ხელშეკრულება არის კაბალურზე-კაბალური! თურქული მხარე მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა 800 მილიონი დოლარის ინვესტირებას, რომ ელის ზემოგებას და ელის ინვესტორისათვის მაქსიმალურად კომფორტულ, მინიმალურად სარისკო პირობებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლოატაციის პროცესში.
ინვესტორები ასეთები არიან ყველგან და ყოველთვის: თურქები, ინგლისელები, ბელგიელები, რუსები, იაპონელები და ა.შ. არასდროს არსად მოიძებნება ინვესტორი, რომელიც არ შეეცდება თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი და „მასპინძლისათვის" ყველა რისკის დამაკისრებელი ხელშეკრულება გააფორმოს.
„სხვანაირ ხელშეკრულებაზე" ეს ინვესტორი არ დათანხმდებოდა და არც ახლა დათანხმდება.
რომ ყოფილიყო რამდენიმე მსურველი, რომ ყოფილიყო არა ერთი არამედ სხვადასხვა პოტენციური ინვესტორი, მაშინ, კი ბატონო, მოხერხდებოდა მათი ინტერესის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლო ხელსაყრელობის მისაღწევად, მაგრამ... მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან რიონის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ სააკაშვილმა დაიწყო. ელაპარაკებოდა დასავლეთს, აღმოსავლეთს, ევროპას, ამერიკას, იაპონიას, ჩინეთს, ყველას. მხოლოდ თურქეთი დაინტერესდა. მხოლოდ ამ კომპანიამ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, ჩვენი ქვეყნისათვის უპრეცედენტო, 800 მილიონი დოლარის ინვესტირებისა. ოღონდ ნუ ვივიწყებთ, რომ ინვესტიცია „ფული ღირს". თავისთავად ინვესტიცია (მით უმეტეს ესოდენ მასშტაბური) საკუთარ „ფასს" მოითხოვს. ამ შემთხვევაში „ფასი" იყო ხელშეკრულების კაბალურობა.
ზუსტად ასევე, რისკიც „ფული ღირს" თავისთავად: საქართველო ძალიან არამდგრადი, გარკვეული აზრით ჯერ კიდევ შეუმდგარი სახელმწიფოა. 800 მილიონი დოლარი სტრატეგიული ინვესტიციაა. ყველაზე დიდი ამ ქვეყნის ისტორიაში. ამასაც იგივე „ფასი" აქვს, რაც თვით ინვესტიციას.
„უკეთესი" ხელშეკრულება არ გამოვა. ეს გამორიცხულია. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი: არ უნდა აშენდეს და არც აშენდება. ინვესტორი წავა არბიტრაჟში, მოიგებს საქმეს და სახელმწიფოს მოუწევს დიდი ჯარიმის გადახდა.
ინვესტორი კომპანია ჰუმანიტარული და საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის. ის თავის მოგებაზე და კომფორტზე ფიქრობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ აქ ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო კითხვა: რატომ გამოიწვია ასეთი რეზონანსი ამ მშენებლობამ? ხომ აშკარაა, რომ რიონის გულწრფელი მცველების გვერდით მაშინვე „აფუთფუთდნენ" სხვადასხვა (არა ერთი) ქვეყნის სპეცსამსახურები. რაშია საქმე?
მიზეზი ისაა, რომ „ნამოხვანი" სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თამაშის წესებს საქართველოს და მთელი რეგიონის მასშტაბით. თან არა მხოლოდ ენერგეტიკაში: ამ ჰესის გამომუშავება 300 მეგავატი იქნებოდა. ამდენივე „მოგვაქვს" ენგურჰესიდან, თუ ჰარლემი მოიღებს მოწყალებას და ბიტკოინების გამომუშავების შემდეგ რაიმეს გადმოგვიგდებს. „ნამოხვანი" მოგვცემდა საშუალებას, გაგვეთიშა რამდენიმე თვით ენგურჰესი და რამდენიმე თვეც საკმარისი იქნებოდა ჰარლემის ჭკუაზე მოსაყვანად.
და რაღა გვრჩება? თუ ეს ჰესი არ აშენდა, ორად-ორი ალტერნატივაა: ან მთელი საქართველო დავფაროთ მზისა და ქარის ელექტროსადგურებით, რაც, ჯერ ერთი, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს, თანაც მისი მარგი ქმედება ჰიდრო ელექტროსადგურებზე ორჯერ-სამჯერ ნაკლები იქნება; ან ავიღოთ გეზი გარდაბნის სტრატეგიული თბოელექტროსადგურის გაძლიერებისკენ: ავაშენოთ კიდევ 7-8 ბლოკი და ვთხოვოთ აზერბაიჯანს ან რუსეთს ან/და ორივეს ერთად, ჯერ ეს ბლოკები ააშენონ (სხვა ვერავინ „ასწევს" და იმ სხვას თავადაც არ მიაწვდიან გაზს) და მერე ბუნებრივი აირითაც მოამარაგონ.
ეს მოგვცემს საკმარისი რაოდენობით, თუმცაღა უფრო ძვირ ელექტროენერგიას.
ამაში რა პოლიტიკურ და სხვა „ფასს" მოითხოვენ ჩვენი მეზობლები, კიდევ უფრო დიდი თემაა.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა