„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია
Russian army loses 1,040 more soldiers in Ukraine over past day
One in five economic criminal proceedings closed in Ukraine after audit – President’s Office
General Staff: 104 combat clashes on front lines in past day
SBU shows drones destroying Russian surveillance systems
Military aid worth $1B: Pentagon reveals details of new package for Ukraine
Russians spread fake news about attack on Sumy region
ევროპარლამენტში საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს

ქართველი ფოტოგრაფის ბაკურ თვრინელის ნამუშევრები გერმანულ PURPLEHAZE-ში და აღფრთოვანებული ალექს ფოქსტონი

04.15.2021 | 11:58 ნახვები: 1094

 

ბაკურ თვრინელის ნამუშევრები გერმანულ PURPLEHAZE-ში

 

მოდისა და ხელოვნების პოპულარულმა გერმანულმა ჟურნალმა PURPLEHAZE, რომელიც ახალგაზრდა თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის ინდუსტრიის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ემსახურება, ქართველი ფოტოგრაფის ბაკურ თვრინელის ედიტორიალის "Ultra-Marine" ვებვერსია გამოქვეყნა.

ჟურნალის, რომელის ბეჭვდური ვარიანტი 300 გვერდიანია და წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამოდის „Bakur Tvrineli "Ultra-Marine", art editorial-ის ბეჭვდურ ვერსიას მსოფლიო სახელოვნებო წრეებს მაისის ბოლოს შესთავაზებს.

 

ფოტოსერიაულტრა-მარინი”- ბრიტანელი არტისტის ალექს ფოქსტონის მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრების ჩვენეული გარდაქმნაა. ხატვარი იკვლევს მამაკაცის სხეულს და უტრირებული ფორმებისა და პასტელური ფერების შერწყმით, რომლებიც ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპიროა, ქმნის ახალ, უნიკალურ ვიზუალს. წორედ მისი გამოსახვის ამ სტილმა აღგვაფრთოვანა და მოგვცა ბიძგი შეგვექმნა ფოტოსერია მის რამდენიმე ნამუშევარზე დაყრდნობით - ნახატების ამავე სახელწოდების სერიიდანულტრა-მარინი. გმირების ელანქოლიური ხასიათი და მკვეთრი ფერთა გამა გახდა ჩვენთვის კვლევის საგანი“, - ამბობს ფოტოგრაფი ბაკურ თვრინელი.  

 

ნამუშევრებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ხასიათი და დეტალები, რომელიც უნისონშია ალექს ფოქსტონის ნამუშევრებთან.

 

ვეცადეთ გვეპოვა ისეთი გარეგნობის მქონე რეალური ადამიანები, რომელთა დახმარებითაც ზუსტად გადმოვცემდით ალექს ფოქსტონის ნამუშევრებში არსებული გმირების ხასიათს. რიმის ხელოვნებით, ფერთა კომბინაციით, სხვადასხვა სახის განათებითა და ჩვენი შტრიხების დამატებით მივედით შედეგამდე“, - განუცხადა  NATION-პროექტის დირექტორმა ელენე ბახტაძემ.

 

ელენე ბახტაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბაკურ თვრინელის ნამუშევრების მიმართ თავად ალექს ფოქსტონის დამოკიდებულებაზე.

 

„როდესაც მას ჩვენი ფოტოები გავუგზავნეთ დაძაბული ველოდოით პასუხს და ძალიან მოკლე დროში ვიღებთ მისგან შეტყობინებას: WOW! Thank you so much for this tribute.Im truly touched. your attention to detail is amazing! Congratulations. It must have taken you hours to prepare each one. Thank you so much for sending this. All the very best. Alex. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. ამის გაგრძელება გახლდათ  თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის სფეროში მსოფლიოში აღიარებული გერმანული გამოცემის, PURPLEHAZE-ს დაინტერესება. მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სახელოვნებო ჟურნალი, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება და მის ყოველ ნომერს მოუთმენლად ელიან სპეციალისტები, ასეთ ყურადღებას უთმობს ქართველი ფოტოხელოვანის ნამუშევრებს. მადლობა ყველას ვინც პროექტში მონაწილეობდა და განსაკუთრებით ბაკურ თვრინელს, რომელმაც მართლაც ვირტუოზულად იმუშავა“, - განაცხადა ელენე ბახტაძე.

 

პროექტი: ULTRA-MARINE

Photography: Bakur Tvrineli @tvrineli

Art direction: Elene Bakhatdze @elenebakhtadze

Make-up artist: Ana Bakhtadze @bakhtadzeana

Models: Shota Natadze @shonat1107 Anton Paresishvili @antonparesishvili Alexander Miqeladze @alexandermiqeladze

 

PURPLEHAZE ვრცელდება მსოფლიოში, მას საპატიო ადგილი უკავია გერმანიისა და ბრიტანეთის სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელოვნებო ცენტრებში, მათ შორის ბერილინის თანამედროვე ხელოვნების გალერეში - HAZEGALLERY

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა