გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია
Russian army loses 1,040 more soldiers in Ukraine over past day
One in five economic criminal proceedings closed in Ukraine after audit – President’s Office
General Staff: 104 combat clashes on front lines in past day
SBU shows drones destroying Russian surveillance systems
Military aid worth $1B: Pentagon reveals details of new package for Ukraine

9 წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია ეკონომიკის გადასარჩენად ერთიანდება

04.14.2021 | 15:24 ნახვები: 552

წამყვანი კვლევითი ორგანიზაციები (Think Tanks) USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

აღნიშნული გაერთიანების მიზანი პანდემიის შემდგომი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება იქნება.

საქართველოს ცხრა კვლევითი ორგანიზაცია: ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტი, PMC კვლევითი ცენტრი, „გალთ ენდ ტაგარტი" (Galt & Taggart), თიბისი კაპიტალი, თი-ბი-ეს-სი კონსალტინგი, საქართველოს საპარლამენტო კვლევითი ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი, „ბიზნესკვლევების სახლი" (House of Business Studies), საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი პრიორიტეტული ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკაზე იმუშავებს და COVID-19-ის შედეგად წარმოქმნილი კრიზისის დაძლევისა და მდგრადი ეკონომიკის შექმნის მიზნით, მთავრობასთან ითანამშრომლებს.

„საქართველოს მთავრობა აღიარებს კვლევებისა და ანალიზის მნიშვნელობას ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საჭირო რეფორმებისა და სტრატეგიის შემუშავებისთვის. შესაბამისად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ეხმარება ხელისუფლებას საუკეთესო გზების დასახვაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, მათ შორის, კვლევითი ორგანიზაციების ერთიანი პლატფორმის შექმნაში, რომელიც იმუშავებს პრიორიტეტულ რეფორმებზე.

აღნიშნული საკონსულტაციო ჯგუფის ინიცირებასა და კოორდინაციასთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მოამზადა ანგარიში პანდემიის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტების ანალიზსა და რეკომენდაციებს ეკონომიკის აღდგენის და მდგრადი განვითარების მიზნით.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა გააგრძელებს კვლევითი ორგანიზაციების საკონსულტაციო პლატფორმის მხარდაჭერას კრიტიკული მნიშვნელობის რეფორმების მიმათულებით ანალიტიკური სამუშაოს განხორციელებაში", - ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა