აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

რომან გოცირიძე - სესხის პროცენტი უფრო დაბალი უნდა იყოს, თუ ასე არ მოხდა, მთავრობას პასუხების გაცემა მოუწევს

04.14.2021 | 15:19 ნახვები: 532

"ახლახან სომხეთმა განახორციელა იგივე მოქმედება და საკმაოდ კარგი პირობებით ისესხა ფული. საქართველო თავისი საკრედიტო რეიტინგითა და სხვა პარამეტრებით სომხეთთან შედარებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ ჩვენთვის სესხის პროცენტიც უფრო დაბალი უნდა იყოს",- განაცხადა, CNews-სთან საუბარში ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ, ლონდონის ბირჟაზე ევროობლიგაციებს განათავსებასთან დაკავშირებით.

ამ დღეებში საქართველო ლონდონის ბირჟაზე ევროობლიგაციებს განათავსებს და 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5 წლიან ვალს აიღებს.

გოცირიძის განცხადებით, ოპტიმალური დიაპაზონი 2,6-3,0 პროცენტი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობას მძიმე პასუხების გაცემა მოუწევს კითხვებზე.

"თუ პროცენტის შემცირება არ მოხდა, ამაზე მძიმე პასუხების გაცემა მოუწევს მთავრობას და მის მიერ დაქირავებულ შუამავლებს, საინვესტიციო ბანკებს. ეს შეიძლება მთავრობამ მიიღოს როგორ გაფრთხილება", - განაცხადა გოცირიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, შემცირდა ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები და ამან საფრთხე შეუქმნა საბიუჯეტო ხარჯების დროულ დაფინანსებას.

"მთავრობა ამ ვალის გასტუმრებას ჯერ კიდევ შარშან გეგმავდა, მისი რეფინანსირების, ანუ ძველი ვალის ახლით გადაფარვის გზით, შემდეგ კი გადაწყვიტა ვალის გასასტუმრებლად გამოეყენებინა პანდემიის კრიზისის დასაძლევად მიღებული საგარეო დახმარებების ნაწილი. 5 მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო დახმარებიდან 1,71 მილიარდი ლარი მოხმარდა ევროობლიგაციების დაფარვას. ამით მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები (4,1 მილიარდი დოლარიდან 3,6 მილიარდ დოლარამდე. რედ) და საფრთხე შეუქმნა საბიუჯეტო ხარჯების დროულ დაფინანსებას. საბოლოოდ, მთავრობამ გადაწყვიტა კვლავ აეღო ახალი სესხი საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე. ფაქტობრივად, ხდება წინა ევრობონდების რეფინანსირება",- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ: მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ევროობლიგაციების განთავსებას და 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5 წლიანი ვალის აღებას გეგმავს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა