რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება

დათო გამცემლიძე: უკრაინული მხარე ვალდებულია დადოს მტკიცებულებები

04.06.2022 | 12:37 ნახვები: 657

უნდა ვაღიარო, რომ ომის დაწყებისთანავე ღარიბაშვილმა საკმაოდ ოსტატურად გააბუნდოვანა სიტუაცია სანქციებთან დაკავშირებით და ეს გააკეთა სპეციალურად.

გახსოვთ ალბათ, რომ ომის (ანუ რუსეთის აგრესიის) დაწყებიდან მესამე დღეს პრემიერმა თქვა: “საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსო”.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა დასავლურ რესურსთან ინტერვიუში: “საქართველო შეუერთდა ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ.

არა ვარ დარწმუნებული, ეს შეთანხმებული თამაში იყო, თუმცა გამორიცხული არაა.

დასავლელი დამკვირვებლებიც კი მხრებს იჩეჩდნენ: “ვეღარ გავიგეთ, რომელი ამბობს სიმართლესო”.

სინამდვილეში ორივე სიმართლეს ამბობდა. უფრო ზუსტად, არც ერთი არ ამბობდა ტყუილს (ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია).

ანუ, როდესაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს, ის გულისხმობს, საქართველო არ დააწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, როგორიც დააწესა ბევრმა ქვეყანამ საკუთრივ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით.

მაგალითად, საკუთარი გადაწყვეტილებით დაასანქცირა კონკრეტული რუსი თანამდებობის პირები, საკუთარი გადაწყვეტილებით ჩაკეტა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის, აკრძალა კონკრეტული სასაქონლო ნომენკლატურის იმპორტ-ექსპორტი და ..

აქ საქართველოს ისედაც ბევრი არაფერი შეეძლო, თუმცა ეს სხვა თემაა, თუ რა შეეძლო და რა არ შეეძლო. სიმბოლურად კი შეეძლო რაღაცეები.

როგორც სჩანს ღარიბაშვილისთვის მთავარი ის იყო, რომ რუსულ მედია-სივრცეში, ცხინვალის რეფერენდუმის წინ, გაჟღერებულიყო ასე: “საქართველო არ შეუერთდა სანქციებს”. და ეს იმ ფონზე, როცა თბილისმა ხმა მისცა აბსოლუტურად ყველა პრინციპულ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ გაეროს, ეუთოს, ევროპსაბჭოს, ჰააგის სასამართლოსმოედანზე.

როდესაც ზურაბიშილი აცხადებდა, რომ საქართველო საერთაშორისო საქნციებს შეუერთდა, მას მხედველობაში ჰქონდა, რომ საქართველო შეუერთდა იმ კოლექტიური (!) სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას (ყველას არა. საქართველო ამ ალიანსთა წევრი არ არის), რომელიც დასავლეთმა, ევროკავშირმა, NATO-, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღეს უპირველესად ფინანსურ სფეროში. ასევე ორმაგი დანიშნულების საქონლის პირდაპირი ან ტრანზიტული მიწოდების (და არა იმპორტის) მხრივ.

თუ ის, რაც უკრაინამ განაცხადა (კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზება) სიმართლეა, ეს ამ ბალანსის უხეში დარღვევა გამოდის და სწორედ ამიტომ მოჰყვა ასეთი მწვავე რეაქცია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

იმ ვითარებაში, როცა (ეს ცოტამ იცის თუმცა ნამდვილად ასეა) ომის დაწყებისთანავე, საქართველოს თხოვნითვე (!) ყველა საზღვარზე, სწორედ ასეთიგაუგებრობებისგამოსარიცხად განლაგდნენ აშშ და დიდი ბრიტანეთის, ასე ვთქვათდამკვირვებლები” (ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს) ,  ნამდვილად ეჭვი მეპარება მთავრობას გაებედა და არ შეეწყვიტა ნებისმიერი ორმაგი ან სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტი.

ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ეს ძალიან კარგად იციან. ამას აფასებენ.

მით უმეტეს იციან, რომ, უკაცრავად და, საქართველოსგან განსხვავებით მათ არავინ მიასუნინებთ არც აზერბაიჯანის, არც თურქეთის, არ ირანის და თქვენ წარმოიდგინეთ არც სომხეთის საბაჟო პუნქტებზე.

ისე, ჩვენი სომეხი მეგობრები და პარტნიორები ჩვენზე ბევრად თავნებანი არიან დასავლეთთან ურთიერთობებში, რისი მაგალითიცაა რომ 30 წლის განმავლობაში ბევრად ღრმა კავშირები აქვთ ირანთან და მათ ამისთვის თითსაც ვერ უქნევენ განსხვავებით საქართველოსგან, რომელსაც ბევრჯერ დაუქნიეს ამისთვi თითი.

თან ზოგჯერ ძალიან შეურაცხმყოფელი ფორმით. აღარ დავაკონკრეტებ.ესეც სხვა თემაა.

ახლა მოკლედ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამას. !

ესე იგი USA, UK....”დამკვირვებელთაპირველი სიგნალისთანავე შეწყვეტდა კონკრეტული პროდუქციის ექსპორტს.

ან ის როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საწარმოდელტასგაებედა სამხედრო მოწყობილობის ექსპორტი რუსეთში? ღამის ხედვის აპარატურა სამხედრო მოწყობილობაა!

სწორედ ამიტომ ვასკვნი: უკრაინული მხარე უბრალოდ ვალდებულია (!) დააკონკრეტოს და დადოს მტკიცებულებები იმ საზარელი ბრალდებებისა, რომ საქართველო მონაწილეობს ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ეს პირდაპირი მონაწილეობაა!

ან პირდაპირი მონაწილეობაიქნებოდათუ სიმათლე არაა.

ბელორუსია რომ მონაწილეობს, იგივე სომხეთი რომ მონაწილეობს, ყირგიზეთი რომ მონაწილეობს - სხვაა.

იმათ სულ არ აინტერესებთ რას განაცხადებს კიევი, მაგრამ საქართველო - სხვაა.

 

დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა