პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია - ბუტბუტებს და ენის ბორძიკით საუბრობს - თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმას.
მისი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამი რაკეტა გაუშვეს წყალმომარაგების ობიექტის მიმართულებით, გადაწვეს ბაზარი, დააზიანეს ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა, გაუშვეს „ორეშნიკი“ ბილა-ცერკვას მიმართულებით.
„მნიშვნელოვანია, რომ ამან რუსეთისთვის შედეგების გარეშე არ ჩაიაროს. დღეს მსოფლიოში ყველა, ვინც დუმილს არ აირჩევს და უკრაინის დახმარებას გადაწყვეტს, სიცოცხლის დამცველია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით - ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მიმართულებით. ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის მისაღწევად და ადამიანების დასაცავად - ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარტო არ დარჩეს. საჭიროა გადაწყვეტილებები - შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან და სხვებისგან - რათა მოსკოვში ძველმა „ორეშნიკმა“ ბოლოს და ბოლოს სიტყვა „მშვიდობა“ წარმოთქვას“, - აცხადებს ზელენსკი.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ