ლევან ხაბეიშვილი - იმ ხალხთან, რომელმაც მოსახლეობა მოწამლა, სათხოვარი არაფერი მაქვს!
ლევან ხაბეიშვილი - არც მე მინდა ციხეში, მაგრამ შიში უნდა დაამარცხოთ
მურთაზ ზოდელავა - კანონით, კარცერში ყოფნის ვადა 2 თვეა და ისიც, თუ რამეს არღვევ, მე არაფერი დამირღვევია ციხეში, ადამიანის სახე კარგად მიჭირავს
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა
ამოღებულია ₾750 000-ის Marlboro-ს, PARLIAMENT-ის, SOBRANIE-ს და Winston-ის უაქციზო სიგარეტი - საგამოძიებო სამსახური
Russian forces lose 930 troops and 27 artillery systems over past day
Rubio, Hegseth, and General Kane to hold national security briefing for 'Gang of Eight' in Congress – media
Zelensky meets with heads of NATO, European Council, and European Commission in Brussels

მურთაზ ზოდელავა - კანონით, კარცერში ყოფნის ვადა 2 თვეა და ისიც, თუ რამეს არღვევ, მე არაფერი დამირღვევია ციხეში, ადამიანის სახე კარგად მიჭირავს

09.12.2025 ნახვები: 209

კანონმდებლობაში წერია, რომ კარცერში ყოფნის ვადა არის 2 თვე და ისიც იმიტომ ხარ კარცერში, თუ რამეს არღვევ და მე არაფერი დამირღვევია ციხეში. მე ადამიანის სახე კარგად მიჭირავს ,- ამის შესახებ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მურთაზ ზოდელავას თქმით, აკრძალული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია და თვლის, რომ ამგვარად, მისი უფლებები ირღვევა.

„ყველა მენატრებით. შეზღუდვა გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ, რაც გვქონდა, კიდევ 2 თვით გაგრძელდა. არის საკითხი, რომელიც ეხება ციხეს - კარცერში ვართ, ფაქტობრივად. კარცერში შეიძლება იყოს ადამიანი, თუ რამეს დააშავებს და ისიც მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში…. ღირსების დამცირებას არ აქვს ადგილი. კანონმდებლობაში წერია, რომ კარცერში ყოფნის ვადა არის 2 თვე და ისიც იმიტომ ხარ კარცერში, თუ რამეს არღვევ და მე არაფერი დამირღვია ციხეში. მე ადამიანის სახე კარგად მიჭირავს ციხეში. ეს საკითხი იციან ადვოკატებმა. კომუნიკაციის საკითხი შეზღუდული გვაქვს…. მეტს ხვალინდელ პროცესზე ვისაუბრებ.

74 წლისაა დედაჩემი და არ ვიცი, რა ვუთხრა, არ მინდა დავამძიმო ჩემი პოლიტიკური განცხადებებით. ტირის და ვერ ჩერდება“, - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა