ამოღებულია ₾750 000-ის Marlboro-ს, PARLIAMENT-ის, SOBRANIE-ს და Winston-ის უაქციზო სიგარეტი - საგამოძიებო სამსახური
Russian forces lose 930 troops and 27 artillery systems over past day
Rubio, Hegseth, and General Kane to hold national security briefing for 'Gang of Eight' in Congress – media
Zelensky meets with heads of NATO, European Council, and European Commission in Brussels
Russian command in Pokrovsk direction registers dead as deserters - partisans
Vice-consulate of Ukraine opens in Rzeszów, Poland
Russia supplies gas to China despite U.S. sanctions – Bloomberg
Russian propaganda abroad directly linked to Kremlin intelligence – CCD

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გარანტირებული

09.12.2025 ნახვები: 206

მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას. დაფინანსებასთან დაკავშირებული ჩვენი წინადადებები განსახილველად არის წარდგენილი, მიზანია ძლიერი უკრაინა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპების მიმართ ურყევი და ერთგული რჩება.

უკრაინის სუვერენიტეტს პატივი უნდა ვცეთ. უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გარანტირებული, როგორც ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზი“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღნიშნული პრიორიტეტები განიხილეს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე.

„ეს პრიორიტეტები ჩვენი მოლაპარაკებების ცენტრში იყო ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. ევროპა გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების ყველა მცდელობაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა