კონსტანტინე ჩახუნაშვილი- უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, რაც რეალობას არ შეესაბამება
ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა, მნიშვნელოვანია, არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან
ნატალი ლუაზო - საქართველოში პოლიცია პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ
გიგა ბოკერია - თუ რამე უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
ელენე ხოშტარია - ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე
არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

02.12.2025 ნახვები: 214

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის თაობაზე და პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.
 
კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
 
საინფორმაციო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია , მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა