შსს - დაკავებულია 3 ადამიანი, რომლებმაც პირი დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო/ვიდეო და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი გასაჯაროებით დაემუქრნენ
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა
თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა
თეატრ „სახელოსნო 42“-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
მოიწვიე მეგობრები თიბისის მობაილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე
ALDE - აღშფოთებულები ვართ BBC-ის გამოძიებით

ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებაზე - ეს ნივთიერებები, რაზეც ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე - „ნაცებმა“ კატა გამოთხარე

01.12.2025 ნახვები: 225

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ნივთიერებები „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე”. ვახტანგ გომელაურის კომენტარს „იმედი“ ციტირებს.

ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ბოლო შეძენა მოხდა 2009 თუ 2010 წელს, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია, ხოლო „ნაცებმა კატა გამოთხარეს“.

„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია.

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“, - აცხადებს შს ყოფილი მინისტრი გომელაური.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა