Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory
Zelensky informs Merz about corruption investigations against government officials
ჩინური ავიაკომპანია Air China 2 დეკემბრიდან თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
ღაზაში სამი მძევლის ნეშტი რჩება
კიევზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა
„ნაციონალური მოძრაობა“ - 28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს

კიევზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა

14.11.2025 ნახვები: 201

რუსების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე წუხელ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იუწყება.

„წინასწარი ინფორმაციით, დედაქალაქში სამი ადამიანი დაიღუპა. ვაახლებთ ინფორმაციას, რადგან მაშველები ამჟამად ვერ ახერხებენ ცხედრების ამოყვანას“, - აღნიშნა მერმა.

მისი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, 7 და 10 წლის.

კიევის საქალაქო პროკურატურამ სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსების მიერ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის დესნიანსკის, დნეპროვსკის, სვიატოშინსკის, პოდოლსკის, სოლომენსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში 27 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა