Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory
Zelensky informs Merz about corruption investigations against government officials
ჩინური ავიაკომპანია Air China 2 დეკემბრიდან თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
ღაზაში სამი მძევლის ნეშტი რჩება
კიევზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა
„ნაციონალური მოძრაობა“ - 28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს

ჰავაის სანაპირო ზოლთან ახლოს რუსული სამხედრო სადაზვერვო გემის აღმოჩენამ აშშ-ის სანაპირო დაცვის რეაგირება გამოიწვია

14.11.2025 ნახვები: 175

აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს რუსული სამხედრო სადაზვერვო ხომალდი აღმოაჩინა და მონიტორინგი განახორციელა, - ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, „ვიშნიას“ კლასის სადაზვერვო ხომალდი ოაჰუდან სამხრეთით დაახლოებით 15 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანაპირო დაცვამ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების დამხმარე გენერალური დაზვერვის გემ „კარელიას“ უსაფრთხო და პროფესიონალური გადაფრენით და გემის მახლობლად ტრანზიტით უპასუხა.

სანაპირო დაცვა განმარტავს, რომ მოქმედებს რა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათი პერსონალი აკონტროლებს გემის მოქმედებას აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს, რათა უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე მოქმედი აშშ-ის გემების საზღვაო უსაფრთხოება.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანაპირო დაცვის თანამშრომლები ასევე გააკონტროლებენ გემს სამშობლოს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად.

„აშშ-ის სანაპირო დაცვა რეგულარულად აკონტროლებს საზღვაო აქტივობას ჰავაის კუნძულების გარშემო და მთელ წყნარ ოკეანეში, რათა უზრუნველყოს აშშ-ის წყლების უსაფრთხოება“, - განაცხადა სანაპირო დაცვის ოკეანეთის ოლქის რეაგირების უფროსმა, კაპიტანმა მეთიუ ჩონგმა.

აშშ-ის არმიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ვიშნიას“ კლასის გემები დაზვერვის მონაცემების შეგროვებისთვისაა განკუთვნილი, ისინი შეიარაღებულები არიან AK-630 ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი ორი იარაღის სისტემით და SA-N-8 მიწა-ჰაერი კლასის რაკეტების გამშვები სისტემებით, რაც უკიდურეს შემთხვევაში თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა