წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, წყოუშის საუბნო გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ხორციელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით.
პროცესს მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, პროექტის ფარგლებში, ასევე რკინა-ბეტონის არხი და ცხაურები მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.
სამუშაოებს მერთან ერთად, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს წევრი, ფახულანის მაჟორიტარი დეპუტატი დათა კუკავა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია და მერის წარმომადგენელი ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ნიკოლოზ ქარდავა ადგილზე გაეცნენ.