ეუთო/ოდირი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს
ადვოკატი - მზია ამაღლობელის ტელეფონში "დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა
ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო
Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory

ბაჩო ახალაია - დამიბარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერის გამო.

10.10.2025 ნახვები: 324

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც ბაჩო ახალაიამ თითქმის 8 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძირითადი კითხვები აუდიო ჩანაწერს ეხებოდა.

„არ ვიყავი [აქციაზე] იმიტომ რომ არ ვმონაწილეობდი. რომელ აქციაზე მნახეთ? არ დავდივარ აქციებზე. ვერ დავდივარ და იმიტომ. მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ ნახეთ პაატა ბურჭულაძე, მურთაზი და სხვები აირწინაღების გარეშე. არათუ ხელში რაიმე ეჭირათ და რაიმეს ისროდნენ, ელემენტარული ნიღბებიც კი არ ეკეთათ. დამიბარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერის გამო. ექსპერტიზა ჩატარდება და ვნახოთ“,-აღნიშნა ახალაიამ.

„ძირითადად ეხებოდა იმ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერს, ვის იცნობ, რას იცნობ, როდის გაიცანი. დიდხანს სვამდნენ კითხვებს, იმეორებდნენ, ამოწმებდნენ, ათანხმებდნენ. ეს ყველაფერი რას ნიშნავდა. ამდენი დრო არ სჭირდებოდა.

ძირითადი არსი იყო ჩანაწერი, სხვადასხვა ხმებია, სხვადასხვა სამყაროს ხმებია. მე დასამალი არაფერი მაქვს. კითხვები იყო ვის ვიცნობ, ვისთან ვახლობლობ და ასე შემდეგ. სასწრაფო არასერიოზული სიგიჟე იყო. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა. წავალ და გავერკვევი ანაზე [მეუღლეზე] რაშია საქმე“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დღეს 13:00 საათზე მივიდა. საქმე 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხებოდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა