ეუთო/ოდირი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს
ადვოკატი - მზია ამაღლობელის ტელეფონში "დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა
ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო
Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი - მშვიდობიანი აქცია იყო, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდოდა, ამას არ ვეთანხმები...

10.10.2025 ნახვები: 354


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება აკადემიკოსის დაკავების ამსახველი ვიდეო ვრცელდება, სადაც ცნობილი მედიკოსი მის დასაკავებლად მისულ პოლიციელებს მიმართავს: 

"შვილო, შენთან რა მაქვს პრეტენზია, ის 350 000 ოჯახი გააკეთებს დასკვნას, ვინც მე უფასოდ გავინჯე". 

ვიდეოში, რომელიც ექიმის მეუღლემ გადაიღო, გიორგი ჩახუნაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს და ამბობს: "საქართველო აუცილებლად იქნება ევრო-ატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი".

 „არ ვეთანხმები [წარდგენილ ბრალს]. მივყვები [პოლიციას]. არაფერი გულდასაწყვეტი არ არის. გასაგებია. სამშობლო მიყვარდა დღემდე. დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება“...
„მშვიდობიანი აქცია იყო ისა, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდოდა, ამას არ ვეთანხმები... ის 350 000 ოჯახი, რომელიც მე მყავს უფასოდ გასინჯული, თავის დასკვნებს გააკეთებს“...
„ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული... საქართველო აუცილებლად იქნება ევრო-ატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი. თქვენ რა შუაში ხართ. გასაგებია“, - ეუბნება ექიმი ჩახუნაშვილი პოლიციელებს.

ტვ. პირველი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა