ეუთო/ოდირი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს
ადვოკატი - მზია ამაღლობელის ტელეფონში "დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა
ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო
Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory

ხვიჩა კვარაცხელია - წარმატების მისაღწევად ბოლომდე დავიხარჯებით და სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მინიმალური შანსი გვექნება, ვიბრძოლებთ

10.10.2025 ნახვები: 314

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ ელჩეში გამართავს.

„ჯვაროსნები“ მზადებას ალიკანტეში განაგრძობენ. ვარჯიშის შემდეგ მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების ფეხბურთელებმა – ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია – „თამაშებისთვის მოსამზადებლად იდეალური გარემო შეირჩა. ძალიან კარგია, რომ ამჯერად შედარებით დიდი დრო გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

მინდა, მადლობა გადავუხადო „პარი სენ-ჟერმენს“, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ ამ შეკრებისთვის 100%-ით მზად ვყოფილიყავი. მომდევნო მატჩებისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადე.

წარმატების მისაღწევად ბოლომდე დავიხარჯებით და სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მინიმალური შანსი გვექნება, ვიბრძოლებთ. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშები გველის. იმედი მაქვს, მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება“.

გიორგი ქოჩორაშვილი – „დადებითი შეგრძნებაა, როდესაც ნაკრებში მეგობრებთან ერთად ასეთ დიდ დროს ატარებ. ჩემთვის ესპანეთში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანაში 8 წელი გავატარე და დიდი ემოციური კავშირი მაქვს.

ესპანეთთან უკვე რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩატარებული. ვიცით, რა სირთულისა და მნიშვნელობის შეხვედრა გველის. პირველი დღიდან მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივარი კვლავ კარგი თამაშით გავახაროთ“.

გიორგი მიქაუტაძე  – „მოახლოებულ თამაშებს ყველა ელოდება. „ვილიარეალში“ კარგად მიმიღეს და ადაპტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. მოახლოებული თამაშების მოგება გვსურს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური ქულები მოვიპოვოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მოგებები გვჭირდება“.

10 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს ალიკანტეს რეგიონში, ალგორფაში გამართავს. 16:00 საათზე, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, სასტუმრო „ლა ფინკაში“ მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა