კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა
უკრაინული მედია: კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა
ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთიდან დაბრუნებისას უსაფრთხოების მიზნით ფარულად შეცვალა თვითმფრინავი
მთავრობა საგზაო უსაფრთხოების ახალ რეფორმებს გეგმავს – მკაცრი წესები ახალბედა მძღოლებისთვის, უკანა სავარძელზე ღვედის სავალდებულო გამოყენება და „ალკოჰოლური ბლოკირების“ სისტემის დანერგვა
კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
გოჩა მირცხულავა - დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ
„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ

მიხეილ სააკაშვილი - ვინც სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს ამუნათებს, ცდილობს, დაფაროს თავისი სიმხდალე

ნახვები: 532 მიხეილ სააკაშვილი - ვინც სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს ამუნათებს, ცდილობს, დაფაროს თავისი სიმხდალე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძისა და პაატა ბურჭულაძის დაკავებას ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ვინც „მათ ამუნათებს, თავის სიმხდალის დაფარვას ცდილობს“.

„ის, ვინც ამუნათებს სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს, ცდილობს დაფაროს თავისი სიმხდალე და ამას აკეთებს იმის გამო, რომ სწორედ მათ გაბედეს და გადადგეს ნაბიჯები ქვეყნის გადასარჩენად. ასეთი შურიანობა მე ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია.

ადამიანების ტალახში მთრეველების პირით ივანიშვილი ცდილობს დაგანახოთ, რომ თქვენ არა მარტო ერი არ ხართ, თითქოს, არარაობები ხართ, მაგრამ ისინი, რომლებიც ამას აკეთებენ, თვითონ არიან არარაობები“, - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა