აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

პრემიერი - ევროპა პანაცეა არ არის!

ნახვები: 523 პრემიერი - ევროპა პანაცეა არ არის!

ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა - არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის შეფასებით, „გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ევროპული ბიუროკრატიისგან ვისმენთ“.

კობახიძემ სწორად ამ კონტექსტში გააკრიტიკა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გავრცელებული განცხადება.

„ეუთო/ოდირის განცხადებაში ჩანს ნონსენსი. 4 ოქტომბერს იყო უმძიმესი ძალადობა. საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, რომელთაგან ორი ღმერთის წყალობით სიკვდილს გადაურჩა. ამ ფონზე ოდირის წარმომადგენლები რაღაც თემებზე საუბრობენ.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამას ის უსამართლობაც ემატება, რასაც ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ეუთო/ოდირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებასა და ადამიანის უფლებებს“.

„საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება, მათთვის განაჩენების გამოტანა და დაჯარიმება. მთავრობას ვალდებულება აქვს, შეასრულოს ეუთოს ფარგლებში ადამიანის უფლებების კუთხით ვალდებულები, საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის არის მშვიდობიანი შეკრების პატივისცემა.

მსურს საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები სამიზნე არ გახდნენ და მათი ხმები გაგონილ იქნას, ვინაიდან, მათი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოცხალი დემოკრატიული საზოგადოების ზრდისთვის“, - განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა