ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

EPP - მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ

08.10.2025 ნახვები: 483

ქართველი ხალხი დემოკრატიას იმსახურებს და არა ავტოკრატიას - მათ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა იზოლაცია, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ავრცელებს.

„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი საკუთარი თავისუფლებებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს, ოლიგარქი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ყალბი არჩევნები ჩაატარა, რომელზეც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა იყო და რომელსაც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოლოდროინდელი დაკავებები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დევნის მუქარა მიზნად ისახავს ადამიანების პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის გაქრობასა და საზოგადოებაში ტოტალური შიშის აღძვრას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ „ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ძალადობა და რეპრესიები შეწყვიტოს და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს პატივი სცეს. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაში თანამონაწილეები არიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა