ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პაატა ბურჭულაძე - დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი

07.10.2025 ნახვები: 585

დავინახე, რომ [ათონელის სასახლის] ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი. აქეთ მე ვაჩერებდი, იქეთ მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო - ამას ეძახიან, რომ ჩვენ ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ? - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან“.

მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ირგვლივ დეტალურად ისაუბრა.

„მინდა მოვყვე, რა ისტორიული დღე იყო 4 ოქტომბერი. პირველად საქართველოს ისტორიაში, შეიკრიბა მოქალაქეები მთელი საქართველოდან. იქ წარმოდგენილი ვიყავით, რადგან ვიგრძენით, რომ საშიშროება იყო და ეროვნული კრება ჩავატარეთ. ერთად მივიღეთ დეკლარაცია.

საქართველო დაღუპვის გზაზეა და ის გადასარჩენია. სულ ცოტა ხანი დაჭირდება, როცა მეცნიერები, ისტორიკოსები დასხდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს, როგორც გამარჯვების დღეს... რომ არ მცოდნოდა მე ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ. „ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან - მთელი ცხოვრება ბავშვებს, ახალგაზრდებს ვეხმარებოდი. მე რომ მოვუწოდებდი ვინმეს დანა დაარტყი, მოკალიო, დაიჯერებთ? მთელი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი. კი მომაძახეს სხვა ქვეყანაშიო, მაგრამ მე ბავშვებს ვეხმარები მთელი ცხოვრებაა…

დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი. აქეთ მე ვაჩერებდი, აქეთ მურთაზი, იქით - მე, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო. ამას ეძახიან, რომ ჩვენ ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ? ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ, მესამედ, მერე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში მომათავსეს. შემოვიდა ეს ახალგაზრდა, პოლიციის უფროსი [თორნიკე მარსაგიშვილი] 7-8 თანმხლები პირით. ჩემში ბენ ლადენი ნახეთ? წნევას მიზომავდნენ, ავტომატებით დამადგნენ, მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს... ადრე კანონს ემსახურებოდით, ახლა - რეჟიმს. თქვენ თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ დავისაჯო, თუ არა, მაინც მზად ვარ დავისაჯო“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა