ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა
ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?

ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია

11.09.2025 ნახვები: 432

ივანიშვილმა აღიარა მარცხი. „პიჟონმა“ მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დაკავებული ლევან ხაბეიშვილის განცხადება მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს 4 ოქტომბრის აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია. ვამბობდი და ვამბობ, საჭიროა გამარჯვების რწმენა, გატეხეთ შიში, აჯობეთ საკუთარ თავს, ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია, არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ, არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ, პირიქით, მჯერა, დარწმუნდით ამ გზის სისწორეში და რეჟიმის მარცხში. არანაირი გრძელვადიანი. 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. ვინც კიდევ შემოგთავაზებთ ბლა ბლა ბლას, იცოდეთ არის ივანიშვილის უნებლიე ან ნებით მოკავშირე. აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4-ში“, - წერს ლევან ხაბეიშვილი

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა