ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ლევან ხაბეიშვილი - ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია

04.09.2025 ნახვები: 444

ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის გუშინ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „4 ოქტომბერი გამარჯვების დღეა“.

„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას... ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე, ცდილობდნენ დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“… ანწუხელიძის სულში ჩამფურთხებლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი - შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა... ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს, სახეზე ნეგატივად გამოესახა... 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე! ყველა ქუჩაში! დროშები!” - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონებო, მონებო!“, „რუსებო, რუსებო!“. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც „ქართული ოცნების“ წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა