ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა
ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?

ბენიამინ ნეთანიაჰუ - თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ

19.06.2025 ნახვები: 392

თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერ-შევაში სოროკას საავადმყოფოსა და ცენტრალურ ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი X-ზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა გაუშვა.

ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონში ჩამოვარდა. ასევე, ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში მდებარე სოროკას საავადმყოფოს მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ბოლო სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანი დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა