ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა
მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ
ALDE და Liberal International - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია
რასა იუკნევიჩიანე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს
ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
მამუკა ხაზარაძე - არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა

სადამკვირვებლო კოალიციამ, „ჩემი ხმა“ საჩივრები 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს

30.10.2024 ნახვები: 259

სადამკვირვებლო კოალიციამ, „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს - ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას.

„ეს ოლქებია: ბათუმში მოთხოვნილია - 33 უბნის შედეგების ბათილად ცნობა; მარნეული - 32 უბანი; გარდაბანი - 27 უბანი; ქუთაისი - 17 უბანი; გორი - 15 უბანი; თელავი - 15 უბანი; ბოლნისი - 11 უბანი; ქობულეთი - 8 უბანი; ლაგოდეხი - 8 უბანი; გურჯაანი - 8 უბანი; კასპი - 8 უბანი; ახალციხე - 7 უბანი; დედოფლისწყარო - 6 უბანი; მცხეთა - 7 უბანი; ქარელი - 7 უბანი; საგარეჯო - 6 უბანი; სიღნაღი - 5 უბანი; ზუგდიდი - 4 უბანი; ხაშური - 4 უბანი; სენაკი - 3 უბანი; ხობი - 1 უბანი; ყვარელი - 2 უბანი; ახმეტა - 2 უბანი; ბორჯომი - 2 უბანი; წალკა - 2 უბანი; ადიგენი - 2 უბანი; დუშეთი - 2 უბანი; ახალქალაქი - 1 უბანი; დმანისი - 1 უბანი.

როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი.

სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“- ს დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე”, - განაცხადა თოლორაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა