ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ
წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების კანონის“ საფუძველზე ჟურნალ "ინდიგოს" მიმართ წარმოება დაიწყო - რედაქცია
ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“
ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III დაეხმარა

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს

11.10.2024 ნახვები: 383

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკო-მ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა.

როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკო-ს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი. კერძოდ, საუბარია დამატებით შვიდი უბნის გახსნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან.

11 ოქტომბერს ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცესკოში შემოსული წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათ-განში შექმნილ ვითარებას და ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.

დეტალურ ინფორმაციას სხდომის შედეგების და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ საზოგადოებას სხდომის დასრულებისთანავე მივაწვდით. მანამდე კი, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს, ნუ გამოიყენებენ საზღვარგარეთ ხმის მიცემის თემას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და ამომრჩევლის ინტერესებს“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა