საქსტატი - 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 9.6 პროცენტით გაიზარდა
ჯოზეფ ბორელი - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გამარჯვების გეგმის ძლიერი სამხედრო შინაარსი მოვამზადეთ
მიხაილ როთი - მოდით, თბილისი კვლავ ევროპის ნამდვილ დედაქალაქად ვაქციოთ, 26 ოქტომბერს თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ!
Enemy keeps one Kalibr carrier in Black Sea
Drone hits ammunition depot in Russia's Tver region
As long as Beijing talks about "Ukraine crisis", no reason to take note of China’s "peace plans" - expert
Russia in Syria actively recruits men for war in Ukraine - DIU

პროკურატურამ სენაკში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

01.08.2024 ნახვები: 265

პროკურატურამ სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ექვს პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ თავდასხმას და ანგარიშსწორების მიზნით 19 მაისს, სენაკში დანებით შეიარაღებულები მივიდნენ ძმების, თ.გ.-ს და ა.გ.-ს საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობა და ანგარიშსწორება ძმებზე და მათთან ერთად მყოფ პირზე განახორციელეს, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ექვს პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხელმძღვანელობა და მონაწილეობა) დაუსწრებლად წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა