აშშ-ში TikTok-ი გაითიშა
დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება
სალომე ზურაბიშვილი - აქციის მონაწილეების გატაცება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა
ჯო უილსონი - ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში
მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა
ჯო უილსონი - მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი
ნიკა მელია - სეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია
ლევან იოსელიანი - რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის

გიორგი ვაშაძე - ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათი ოჯახის წევრებს

20.06.2024 ნახვები: 360

ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათ ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი ვაშაძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს „აუტისტად“ მოიხსენიებს განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ესმის, საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოეთხოვებათ.

“გუშინ "ტვ პირველზე", ერთ-ერთ გადაცემაში სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტის ქცევის შეფასებისას.

სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში.

ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება ამ მხრივ.

რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა.

ბოდიშს ვუხდი მათ და ყველა მათ ოჯახის წევრს”, - წერს გიორგი ვაშაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა