ჯო უილსონი - მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად
სალომე ზურაბიშვილი - ვფიქრობ, ევროპამ თავის როლი უნდა გაზარდოს ზოგადად რეგიონში
სალომე ზურაბიშვილი - „კი“ სანქციებს, ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინას ჩვენი კონკრეტული მხარდაჭერა გააჩნია
„საშიში იდეალისტები“ - სახელმწიფოსა და თავისუფლების რაობის გააზრების მანიფესტი - შთამბეჭდავი წინასწარმეტყველება
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე - ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც
კაია კალასი - რუსეთმა უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერ ვხედავ აშშ-ის მზა გეგმას ომის დასასრულებლად

მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობში ჩაითრიოს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ

20.06.2024 ნახვები: 359

ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობში ჩაითრიოს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, დაუშვებელია შენი სტრატეგიული ობიექტი გადასცე ქვეყანას, რომლის მმართველობაში არის კომუნისტური პარტია.

„ანაკლია არ არის რიგითი პროექტი, რიგითი პორტი, ეს არის ადგილი, რომელიც გახდება რეგიონში წამყვანი წერტილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას საკმაოდ სერიოზულ ფუნქციას მისცემს. ის, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში ხდება, ეს არის რბილად რომ ვთქვათ დანაშაული იმიტომ, რომ მათ გაჩერეს ჩვენი ქვეყნის განვითარება, პერსპექტივა და ახლა ამ პროექტის გადაცემა უნდათ ე.წ. სტრატეგიული პარტნიორისთვის, რომელიც გაეროში იმასაც კი არ უჭერს მხარს, რომ ჩვენი დევნილები თავიანთ ადგილზე დაბრუნდნენ.

ამიტომ, ჩვენ ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ როგორც კი 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გავუშვებთ და დავიწყებთ ანაკლიის პროექტის სერიოზულად განვითარებას, რომელიც ამ ქვეყანას მისცემს უზარმაზარ პერსპექტივას, უამრავ სამუშაო ადგილს, დიდ შემოსავალს ბიუჯეტში.

დაუშვებელი შენი სტრატეგიული ობიექტი გადასცე ქვეყანას, რომლის მმართველობაში არის კომუნისტური პარტია. კომპანია, რომელიც არის სახელმწიფოსი და ქვეყანა, რომელიც ეხმარება შენი ქვეყნის მთავარ მტერს, ოკუპანტს. ასეთი გადაწყვეტილება არის დანაშაულებრივი. ჩინეთში უამრავი საკმაოდ საინტერესო და რეპუტაციული კერძო კომპანია არის, რომელთაც არ გამოუთქვამთ ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის სურვილი იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მიღებული რუსების ჩარევით“,-განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს არბიტრაჟთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა: „დაველოდოთ, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დამთავრდა არბიტრაჟი, უკვე ფორმალობები დარჩა და უახლოეს ხანში ჩვენ პასუხს გავიგებთ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა