Factory producing drone components attacked in Russia’s Taganrog – watchdog
ემანუელ მაკრონი - რუსეთი უარყოფს მშვიდობას, ის ბომბავს, კლავს, არღვევს საერთაშორისო სამართალს
Future NATO’s top general in Europe: Ukraine can win this war
Russia’s casualty toll in Ukraine war up by another 950
Ukrainians evacuated from Iran arrive in Kyiv
No Russian warships off Crimea coast
Ukrainian DM: Systematic ally support key to Ukraine’s victory
No unusual activity on Belarus border – SBS spox

ევრო 2024 | შოტლანდია - შვეიცარია 1:1

20.06.2024 ნახვები: 417

A ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა ორი მატჩი მოიგო და მერვედფინალის საგზური მეორე ტურში მოიპოვა. დარჩენილი საპლეიოფო ადგილებისთვის შოტლანდია, უნგრეთი და შვეიცარია იბრძვიან. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შოტლანდიისა და შვეიცარიის მატჩის შედეგს. მოგების შემთხვევაში შვეიცარიაც გაინაღდებდა მომდევნო ეტაპის საგზურს. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში გამსვლელთა ვინაობა ბოლო ტურში, 23 ივნისს გაირკვევა.

ფაქტები

  • შოტლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს მოიგო – მაკკოისტის გოლით, 1:0. მაშინ მისი მეტოქე შვეიცარია იყო.
  • შაქირი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო 6 დიდ ტურნირზე გოლი აქვს გატანილი – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მის ანგარიშზე 10 გოლია.

 

13′ წუთი.  გერმანიასთან 1:5 წაგების შემდეგ შოტლანდიელებს უკანდასახევი გზა არ ჰქონდათ. მათ შვეიცარიასთან მატჩი მეტად აქტიურად დაიწყეს და დაუფასდათ კიდეც. მაკტომინეის დარტყმულს მიმართულება შერმა შეუცვალა. ოფიციალურ საიტზე თავიდან ავტოგოლი შერს ჩაეთვალა, მაგრამ საბოლოოდ გოლი მაკტომინეის ანგარიშზე ჩაიწერა.

26′ წუთი. შოტლანდიელთა შეცდომით კარგად ისარგებლა შაქირიმ, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი სკოტების ცხრიანში გაიტანა. ეს გახლდათ მეათე გოლი საჯარიმოს გარედან ევრო 2024-ზე.

 

ბოლო ტურში, 23 ივნისს შოტლანდია უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო შვეიცარია – გერმანიას. ორივე მატჩი 23 საათზე დაიწყება. A ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა:

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა