ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ეროვნული ბანკი - წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა

18.06.2024 ნახვები: 828

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 6%-ით. მათ შორის, შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები 33%-ით გაზრდილია.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი მატულობს, მაშინ როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი შემცირდა. ასევე, კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 50%-ზე დაბალია.

დეპოზიტების არსებულ ტენდენციასთან ერთად, ძლიერია დაკრედიტების მაჩვენებელიც. წინასწარი მონაცემებით, მაისში დაკრედიტების მაჩვენებელი 19%-ით გაზრდილია, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების დაკრედიტებაზე მოდის.

ამასთან, მზარდია ლარით დაკრედიტებაც - მაისის წინასწარი მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებელი 21%-ია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა