ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

საქართველოში პოლიტიკა აღარ არის ხალხისათვის და აღარც ხალხია პოლიტიკისათვის - ლელა ჯეჯელავა

12.30.2021 | 10:54 ნახვები: 722

მოვუაროთ წარსულს, შევქმნათ უკეთესი დღეს, დავუტოვოთ მომავალს   ჩვენი შემოქმედების  ნაყოფი და ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობა იქნება“, - ამის შესახებ „NATION“-თან ინტერვიუში ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

ქალბატონო ლელა, როგორ შეაფასებდით 2021 წელს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენებს

2021 წელი იყო ზუსტად ისეთი, როგორიც არის  ჩვენი საზოგადოება დღეს. რთული, არასტაბილური, აგრესიული, არაპროგნოზირებადიდაუნდობელი, არასერიოზული, კრიზისული  და ნაკლებ შემოქმედებითი   ყველა თანამდევი შედეგითკოვიდთან ბრძოლაში ჯერჯერობით ვმარცხდებით, საერთაშორისო პოლიტიკაში რამე ხელშესახები წარმატება ჩვენ არ გვქონიამიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის მეორე ომმა  ძირეულად შეცვალა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სტატუს-ქვო, სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში აუტსაიდერის პოზიციებზე გადავინაცვლეთ და  ვერ ვახერხებთ ახალი - ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისი    გეოპოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.   ადუღებული ეკონომიკის  მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის საარსებო პირობები დღითი დღე უარესდება და საახალწლოდ ბევრის სამზარეულოში  ლობიოც კი ვერ ადუღდება.    ხელისუფლებამ საერთოდ დაკარგა კონტაქტი საზოგადოებასთან და ის მარტო  თავისი მხარდამჭერებისთვის არსებობს. სამწუხაროდუკვე კარგა ხანია საქართველოში პოლიტიკა აღარ არის ხალხისათვის და   აღარც ხალხია პოლიტიკისათვის. ერთადერთი, რამაც   გარკვეული  კორექტივები შეიტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გახლდათ და ის დღის წესრიგი, რომელიც მან შემოგვთავაზა.

სააკაშვილზე ცოტა მერე გკითხავთ. ამ წელს, ხელისუფლებამ რა  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა?

ხელისუფლებამ ამ წელს  მართლაც სერიოზული ნაბიჯები გადადგა  დასავლური ორბიტიდან საქართველოს  ჩამოსაშორებლად.

დააკონკრეტებთ?

5 ივლისის მოვლენები,  შარლ მიშელის ჩაშლილი შეთანხმებამოსამართლეთა დანიშვნის დემონსტრატიული ფორმა პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავადლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკური მართლმსაჯულებაოპოზიციური მედიის  სამართლებრივი და ფიზიკური დევნაპატიმარ მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა და ბოლოს,   სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის  პოლიტიკური  მოსაზრების გამო გაუქმება.  ეს ყველაფერი არის ბევრი  ნაბიჯი უკან  დემოკრატიისგან.   დემოკრატიის გარეშე კი ჩვენთან ურთიერთობები დასავლეთისთვის რაიმე განსაკუთრებულ ფასეულობას არ წარმოადგენს. ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა სუვერენულ დემოკრატიაზე ერთი-ერთში ესადაგება  პუტინის მიზანს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან შეკრას  ახალი კავშირი, უკვე სუვერენული დემოკრატიის ქოლგის ქვეშ. ეს არის  ახალი სატყუარა, როცა ვითომ შენ  შენს  თავს უნდა ეკუთვნოდე, მაგრამ შენი თავი რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მიმართულებით  თუ ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს შევაფასებთ, შეიძლება ჩავთვალოთ რომ 2021 წელს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია და შედეგებიც  აქვს.

ქალბატონო ლელა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა, ოპოზიცია იყო ბოიკოტის რეჟიმში და  დებდა, რომ პარლამენტის მუშაობაში არ ჩაერთვებოდა დღეს პარლამენტშია და ისევ ბოიკოტზე საუბრობს. რამდენად ნორმალური ოპოზიციის ეს საქციელი?

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ თუ  ღირებულებით კრიზისზე პასუხისმგებელი მარტო ხელისუფლება არ არის. რასაკვირველია, ხელისუფლების ხვედრითი წილი გაცილებით  მაღალია, მაგრამ პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებასაც ეკისრება. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკას არითმია სჭირს, მისი პულსაცია დარღვეულია და  ამოვარდნები აქვს. ხელისუფლება და ოპოზიცია მხოლოდ ერთმანეთზე რეაგირების რეჟიმში არიანარ ჩანს მოვლენების მასშტაბური ხედვა, ხშირად დეკლარირებულ პოზიციებსა და გადადგმულ ნაბიჯებს შორის სერიოზული შეუსაბამობაა.

ანუ?

ოპოზიცია მეტად თანმიმდევრული უნდა იყოს თავისი გადაწყვეტილებების შესრულების დროსთუ  2020 წლის გაყალბებული  საპარლამენტო არჩევნების შემდგომ  პარლამენტის ბოიკოტირების მიზანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო, მაშინ მიზნის მიღწევამდე, ჩემის აზრით, ხელისუფლება   მარტო უნდა დაეტოვებინათ პარლამენტში და ამით სერიოზული პრესინგი განეხორციელებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო ისინი შემდგომ პარლამენტში ვიხილეთ.

ალეკო ელისაშვილი და ფრიდონ ინჯიას   საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა  ხელისუფლების რეპუტაციას კარგს ნამდვილად  ვერაფერს შემატებდა. ასევე  ძნელად გასაგებია  საზოგადოებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, თუ თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა, მაშინ რატომ   შევიდნენ საკრებულოებში ოპოზიციის წარმომადგენლები. მით უფრო, რომ მათ ხელისუფლებამ წალენჯიხის და ჩხოროწყუს  გარდა, არსად დაუტოვა ბერკეტი კოალიციური მთავრობის ფორმირებისათვისერთადერთი  დამაიმედებელი დღეს სწორედ ამ რეგიონებში მიმდინარე პროცესებია, როდესაც არჩეული მერი წალენჯიხაში ცდილობს  რეალური თვითმმართველობის რეფორმის გატარებას და ხალხისათვის ძალაუფლების დაბრუნებას. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ზომიერების გრძნობა დაკარგულმა  „ქართულმა ოცნებამამ პროცესს ხელი შეუშალა.

2020 წლის არჩვენების გამო 2021 წელიც პოლიტიკურად რთული იყო. მიშელის დოკუმენტი ერთი შეხედვით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რის მიხედვითაც ოპოზიცია და ხელისუფლება ურთიერთ დათმობაზე უნდა წასულიყო, საბოლოო ჯამშიქართულმა ოცნებამდოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა ამაზე რას იტყვით?

მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არ იყო ბოლომდე  სრულყოფილი და გამართული .

რა აკლდა მიშელის დოკუმენტს?

რეალურად ამ დოკუმენტში არ იყო  ჩადებული ის მექანიზმები, რომელიც მოვლენათა შემდგომი განვითარებისაგან დაიცავდა დოკუმენტსაც და   შეთანხმების სუბიექტებსაც. ოპოზიციამ ხელის მოწერა ნამდვილად იჩქარა.

თუმცა მთავარი ოპოზიციური ძალა მაშინ შეუერთდა დოკუმენტს, როდესაც მმართველმა ძალამ მისი დატოვების შესახებ განაცხადა და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ენმ- ხელშეკრულების მიღმა ყოფნა დაასახელა.

ფაქტია, რომ არ გამართლდა არც ერთი მოლოდინი და არგუმენტი, რომელიც მათ  ხელის მოწერის მიზეზად დაასახელეს.   შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა  დაადასტურა  ის, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ. ოპოზიციის არათანმიმდევრობა და  მოთმინების დეფიციტი. სამწუხაროდ, სწორედ ეს განაპირობებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მათ გარდატეხის შეტანა ქართულ პოლიტიკაში ვერ შეძლეს.

ქალბატონო ლელა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჰგავდა თუ არა დემოკრატიული ქვეყნის არჩევნებს და რა მნიშვნელოვანი შეცდომები გამოკვეთა ამ არჩევნებმა, როგორ ოპოზიციის ასევე ხელისუფლების?

2021 წლის  თვითმმართველობის არჩევნები რომ დემოკრატიულს არ ჰგავდა, ამაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების  პირველადი დასკვნები საუბრობენ. არც ერთ დასკვნაში არჩევნებთან დაკავშირებით არ არის გამოყენებული შეფასებები: სამართლიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე. მეტიც - ხაზგასმულია რომ  არჩევნები  იყო ლეგიტიმაციის ზღვარზე, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა დაშინება და მოსყიდვა, რომ   ძალთა უთანასწორობა შესამჩნევი იყო.   საერთაშორისო დამკვირვებლების ერთადერთი პოზიტიური  შეფასება გახლავთ ის, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და როცა არჩევნებში ერთის გარდა რამდენიმე სუბიექტი მონაწილეობს, ის ყოველთვის კონკურენტულიაპოზიტიურად არის შეფასებული ცესკო- მუშაობა არჩევნების მომზადებისათვის  და ხმის დათვლის პროცესი. მაგრამ როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილებზე ვერ ან არ ახერხებენ   ხმების დაცვას, ეს უკვე სხვა ოპერიდან არის და  ოპოზიციის  მიმართ კითხვებს აჩენს

რას მიიჩნევთ  ოპოზიციის შეცდომად?

შესაძლებელი იყო თუ არა, წინასაარჩევნო პროცესისათვის უკეთ მომზადება? ცხადია, იყო.   პოლიტიკურმა სპექტრმა  გაცილებით მეტი დრო გაატარა სატელევიზიო სტუდიებში, ვიდრე ამომრჩეველთან  პირდაპირ შეხვედრებზე. რეგიონებში პარტაქტივთან შეხვედრა არ ნიშნავს ხალხთან ურთიერთობას.   ხალხს ცვლილებების სურვილი აქვს, ის არჩევნებში დიდი რისკის ფასად ხმას აძლევს ცვლილებებს, მაგრამ  შემდეგ ყოველ ჯერზე ეუბნებიან, ახლა ქუჩაში გამოდი და შენი ხმა დაიცავიო. ქუჩაში გამოსულ ადამიანს ვინ დაიცავს მერე ხელისუფლებისაგან და იმ  საფრთხეებისგან, რომელიც   მათ ექმნებათ, განსაკუთრებით რეგიონებში? პარლამენტში  მყოფი ოპოზიცია, რომელსაც იმუნიტეტიც იცავს და მაქსიმალური სოციალური  უსაფრთხოებაც  გარანტირებული აქვთ? ის, რომ ხალხს ძველებურად ცხოვრება აღარ უნდა და ცვლილებებს უჭერს მხარს, არ ნიშნავს, რომ ის ბოლომდე ენდობა ოპოზიციურ პარტიებს.   ვფიქრობ, მეტი მუშაობაა საჭირო ხალხის ნდობის მოსაპოვებლადადამიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ პოლიტიკოსებს მათ მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება არ აქვთ. ერთია, რას ამბობს პოლიტიკოსი და მეორეა, რას გრძნობს ამ დროს ხალხიროცა სიტყვა და ემოცია ერთმანეთისგან აცდენილია, ასეთ სიტყვას ძალა არ აქვს.

ქალბატონო ლელა, თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კორექტივები შეიტანა. იყო თუ არა მისი ნაბიჯი პოლიტიკური აქტი, როგორც ამას მისი მომხრეები ამბობენ? აქვე, ნუ დაგვავიწყდება ოპონენტების პოზიციაც. როგორც ვხედავთ, მის გამო არც რუსთაველია გადავსებული და პოლიტიკური ვნებათაღელვაც მალევე ჩაქრა, რატომ? „თავისუფლება მიშას!“ არის ის სწორი გზავნილი და მოთხოვნა, რომელიც დააყენებს იმ შედეგს, რასაც ითხოვს კონკრეტულად ენმ?

ცხადია, მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, მისთვის როგორც პოლიტიკური ფიგურისთვის. მან დაანგრია ცხრა წლის განმავლობაში  „ოცნებისხელისუფლების მიერ  შექმნილი მითი, რომ  მიხეილ სააკაშვილი მშიშარაა, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში კომფორტზე გაცვალა, რომ  ის ვერასოდეს გაბედავს   ამ ქვეყანაში დაბრუნებას, სანამ აქ ბიძინა ივანიშვილია.   სააკაშვილის დაბრუნება ქვეყანაში და ის გზა, რომელსაც გადის  საპყრობილეში შიმშილობით და   პროტესტის სხვა ფორმებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი  მისთვის როგორც პოლიტიკოსისათვის

ანუ, რისი თქმა გინდათ?

ეს არის მისი პოლიტიკური რეაბილიტაციის გზა. საკუთარი თავგანწირვის მაგალითზე  ცდილობს საზოგადოებაში  ნდობის აღდგენას. დამტკიცებას, რომ ის მზად არის სიცოცხლის ფასად იბრძოლოს ამ ქვეყნის გადარჩენისათვის. ქვეყანა რომ გადასარჩენია, ამას ყველა აღიარებს, მათ შორის ისინიც, ვინც მიშას შიშით უჭერს მხარს მხოლოდოცნებას“.  მიხეილ სააკაშვილმა დათმო საკუთარი კომფორტი ქვეყნისათვის, ბიძინა ივანიშვილი  არ თმობს ქვეყანას საკუთარი კომფორტისათვის და ეს ყველასათვის ნათელია, ვისაც  თვალი აქვს და ხედავს, ვისაც ყური აქვს და ესმის

რა შეიძლება ვუწოდოთ პროცესს, რომელიც ახლა სააკაშვილის ირგვლივ ვითარდება?

ნერვების ომი. მიშა მუდმივად ჩქარობს. ბიძინას კი  დიდ ფულთან ერთად დიდი თმენის უნარიც აქვს, რაც მისი მთავარი უპირატესობაა. მაგრამ მესამე პრეზიდენტმა თავისი  ჩამოსვლით და ციხეში ჩაჯდომით  ივანიშვილი დანაღმულ ველზე შეიტყუა და ის  უკვე რამდენჯერმე  ძალიან  დაზიანდაიცით რატომ არის მიშას ჩამოსვლა პოლიტიკური აქტიმან მოახერხა ის, რაც აქამდე ვერ შეძლო ოპოზიციამ.

რა?

ივანიშვილი  თავ-ფეხიანად   პოლიტიკაში აღმოჩნდა ჩართულიის ვეღარ ალაგებს ცალკეულ ოპოზიციონერებთან და ამით ვერ ცვლის ვითარებას. მას უწევს უმძიმესი გადაწყვეტილებების მიღება, რომელზეც პასუხს აუცილებლად მოსთხოვენ  დასავლეთში, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტებს  ის  სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტივით ვერ გააუქმებს და ვერც საერთაშორისო დღის წესრიგს  შეცვლის

ანუ ივანიშვილისთვის სააკაშვილის ციხეში ყოფნა დისკომფორტია?

ბიძინა ივანიშვილს რეალურად დისკომფორტი მხოლოდ  სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ შეექმნაასიათასობით  ადამიანი ლოზუნგით, თავისუფლება   უგულავას, მელიას, რურუას, ოქრუაშვილს არ მდგარა ქუჩაში. მაგრამ დღეს ყველა მათგანი თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ბეჯითად ამტკიცებდა, კრიმინალების ადგილი ციხეშიაო. სააკაშვილის პოლიტიკური წონა რომ   ყველა მათგანზე მეტია, ეს საკამათო არ არისრაც მეტია პოლიტიკური პატიმრის წონა, მით მეტი სარგებლის ნახვა  უნდა ივანიშვილს  საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებისთვის. ეს პროცესია, რომლის კულუარებიდან  ინფორმაცია ნაკლებად  გამოდის გარეთ.   ენმ- მოთხოვნა, რომ გათავისუფლდეს მათი პოლიტიკური ლიდერი, ცხადია სწორია, როგორ წარმოგიდგენიათ პარტია, რომელსაც ხალხის სოლიდური მხარდაჭერა აქვს, არ ითხოვდეს საკუთარი ლიდერის გათავისუფლებას

და საზოგადოების კონსოლიდაციისთვის?

არის თუ არა საკმარისი  საზოგადოების კონსოლიდაციისთვის  საკმარისი ლოზუნგითავისუფლება მიშას“?- ცხადია  არამიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, დრო მაინც მასზე მუშაობსხელისუფლება თავს ვერ ართმევს   ყოველდღიურ პრობლემებს, ვერ უმკლავდება  ვერც პანდემიას, ვერც ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს და  სააკაშვილთან დაკავშირებითაც შეცდომებს უშვებს. ასე, რომ  ძალიან ჩქარობს საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ფიქრობს, რომ  „ოცნებადღეს გამარჯვებულია  როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც

ქალბატონო ლელა, იმასაც თუ დავაკვირდებით რა ვითარებაა ჩვენს ირგვლივ, ადვილი მისახვედრია, რომ არც ისე კარგად გვაქვს საქმე, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება საქართველოზე რამდენად მძიმედ აისახება?

რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია  საქართველოზე კი არა, მთელს საერთაშორისო  დღის წესრიგზე აისახება  მძიმედ. ძალიან ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებაში პოზიციის არ ქონა  არის  თავის გადარჩენის შესაძლებლობაასე ვეღარ მოხდება. საქართველოს  კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში მაინც მოუწევს ძალიან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რაც მის მომავალს უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს.  

ამ ფონზე საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და მისი სასამართლოებია. რამდენად არის მხოლოდ ამ საკითხზე ფოკუსირება ნორმალური იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აქვს ასევე სხვა უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რაზეც რამდენიმე ანალიტიკოსის გარდა თითქმის არავინ საუბრობს?

სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან ძალიან საინტერესო დოკუმენტი გამოგზავნა, მკაფიო ხედვით ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელიც  ჩემდა გასაოცრად არ გახდა სერიოზული განხილვის თემა

სააკაშვილის დასავლურ მანიფესტს გულისხმობთ?

დიახ. ინტერმარიუმის საკითხი, რომელიც მანიფესტში გაჟღერდა  საქართველოს გეოპოლიტიკური  მომავლის  ახლებური გააზრებაა და სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს.   ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და  გეოპოლიტიკური მომავალი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ან პოლიტიკოსის ახირება. ის უნდა ეფუძნებოდეს  ძალიან ბევრ პარამეტრს -  გეოგრაფიას, ისტორიულ გამოცდილებას, კულტურულ ტრადიციას, ეთნო-ფსიქოლოგიურ თავისებურებებს და პოლიტიკურ პრაგმატიზმს. ამიტომ    ასეთ ტურბულენტურ   ეპოქაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი, საშური საკითხია და  ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების პრიორიტეტი უნდა იყოს. როდესაც ვსაუბრობთ  ეროვნულ თანხმობაზე, სწორედ  ჩვენს გეოპოლიტიკურ მომავალზე და ახალ სოციალურ-პოლიტიკურ პარადიგმაზე  შეთანხმებას უნდა ვგულისხმობდეთ. აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, თუნდაც პატიმარს,  ამ პროცესში მონაწილეობის უფლება? რა თქმა უნდა აქვს, მით უფრო, რომ მან საკმაოდ მწყობრი პოზიცია შემოგვთავაზა ყველა საკითხთან დაკავშირებით.

ასევე მნიშვნელოვანი თემაა კოვიდი, რომელიც  ამასობაში პოლიტიკის ნაწილიც გახდა. ცხადია, კოვიდმა ბევრი რამ შეცვალა, ვხედავთ, რომ ის 2022 წელსაც ჩვენთან იქნება და არსად წასვლას არ აპირებს. ამ პოლიტიკური ამბების ფონზე, როგორ ფიქრობთ როგორი წელი იქნება 2022 ჩვენი ქვეყნისთვის?

კოვიდპანდემიაც ერთგვარი ტესტი იყო საერთაშორისო დღის წესრიგისთვისპანდემიის ორწლიანმა  პროცესმა მკაფიოდ გვაჩვენა, რომ   მართლა ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად, რადგან ჩვენი ცხოვრების წესი ძალიან შორს არის სამყაროსთან   ჰარმონიისგან.   ადამიანი  უფრო მეტს იღებს, ვიდრე აძლევს სამყაროს, ბევრს მოიხმარს და ცოტას ქმნისეს დარღვეული ბალანსი, როგორღაც უნდა აღდგესამიტომ ჩემი კეთილი სურვილების მიუხედავად, 2022 წელიც და არა მხოლოდ ის, მომდევნო რამდენიმე წელიც, საკმაოდ ტურბულენტური იქნება, სანამ  კაცობრიობა ვერ აუღებს ალღოს იმ ტენდენციებს, რომელსაც   ახალი  ეპოქა გვთავაზობს.  

რას გულისხმობთ?

ადამიანი ხელახლა უნდა დაუბრუნდეს საკუთარ საზრისს, მას კონკურენცია უკვე  არა მეორე ადამიანთანარამედ ხელოვნურ ინტელექტთან უწევს. ეს დაუნდობელი კონკურენციაა და ამას მხოლოდ პროფესიული და ინტელექტუალური უნარ-ჩვევების  განვითარება  არ ეყოფა. ამას მუდმივი შემოქმედებითი პროცესის გენერირება სჭირდებამე მჯერა:    ღვთისა და ადამიანური ნების სინერგიის, ჩემი  ქვეყნის ამოუწურავი  პოტენციის, ჩვენი  ხალხის  გონიერების, განვითარების პროცესის შეუქცევადობის. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ: მოვუაროთ წარსულს, შევქმნათ უკეთესი დღეს, დავუტოვოთ მომავალს ჩვენი შემოქმედების  ნაყოფი და ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობა იქნებამინდა ახალ წელს მეტი სინათლე და ღიმილი ვუსურვო    სრულიად საქართველოს  და რაც მთავარია, ზომიერება ყველგან და ყველაფერში.   ახალ წელს  ეგებ  ჩვენმა თანხმობამ ოქროს კვეთის  შუალედიც გვაპოვნინოს ჩვენი ქვეყნისათვის.

დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის

NATION, ესაუბრა ზუკა ნემსაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა