ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ
წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების კანონის“ საფუძველზე ჟურნალ "ინდიგოს" მიმართ წარმოება დაიწყო - რედაქცია
ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“
ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III დაეხმარა

ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას ტოვებს, მის მოვალეობას ჯონ ბასი შეასრულებს

05.03.2024 ნახვები: 717

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ვიქტორია ნულანდმა მაცნობა, რომ უახლოეს კვირებში აპირებს, დატოვოს პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა. ამ პოსტზე ის ახორციელებდა ბაიდენის სწრაფვას, დააბრუნოს დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში, აღადგინოს ამერიკის გლობალური ლიდერობა ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის გადამწყვეტ პერიოდში“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 35 წლის განმავლობაში, ექვსი პრეზიდენტისა და ათი სახელმწიფო მდივნის დროს მუშაობდა.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ვიქტორია ხელმძღვანელობდა ამ დეპარტამენტს ყველა საკითხის – საჰელის, ჰაიტისა და ახლო აღმოსავლეთის რთული კრიზისების მოგვარებიდან, ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის მასშტაბით ამერიკის ალიანსებისა და პარტნიორობის გაფართოებამდე, გაძლიერებამდე. სწორედ ვიქტორიას ლიდერობა უკრაინაში არის ის, რასაც დიპლომატები და საგარეო პოლიტიკის სტუდენტები წლების განმავლობაში ისწავლიან. მისი ძალისხმევა შეუცვლელი იყო უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მისი სტრატეგიული წარუმატებლობის უზრუნველსაყოფად გლობალური კოალიციის ჩამოსაყალიბებლად და უკრაინის დასახმარებლად იმ დღის მიღწევაში, როდესაც ის შეძლებს ფეხზე მტკიცედ დგომას – დემოკრატიულად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ცნობით, ვიქტორია ნულანდის შემცვლელის დამტკიცებამდე, მის მოვალეობას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასი შეასრულებს. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩად მსახურობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა