ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ
წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების კანონის“ საფუძველზე ჟურნალ "ინდიგოს" მიმართ წარმოება დაიწყო - რედაქცია
ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“
ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III დაეხმარა

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დააკავა

13.02.2024 ნახვები: 548

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, სხვადასხვა პირზე რეგისტრირებული ჰქონდა კომპანიები, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც თავად იყო. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ხსენებული კომპანიების სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, 2021-2022 წლების პერიოდში, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა