ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა“ - ადვოკატი

12.02.2021 | 11:29 ნახვები: 242

ეს არის პროპაგანდისტული ბრალდება, რასაც ძალიან წარმატებით იყენებენ სამთავრობო მედიები, რომლებიც ცდილობენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებული იარლიყი მიარტყან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სინამდვილეში, ეს არის აბსურდული ბრალდება," - განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე საუბრისას.

შეგახსენებთ: დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმეს ეხება. მესამე პრეზიდენტი მას თავად დაესწრება.

„ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ სხდომების საჯაროობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს და ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის სწორედ „პიჯაკების საქმე". სწორედ ამიტომ, ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიების მეშვეობით. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა ასევე, მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ დაესწრონ პროცესზე, გაშუქების ფუნქციის გარეშეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ექნება შესაძლებლობა წარსდგეს სიტყვით სასამართლო სხდომაზე და ჩვენ მოვისმენთ მის განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ზოგად შეფასებებს.

ცხადია, რომ სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე არის პირადად ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელი ორგანო, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მე პირადად, არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა