საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW

ნათია თურნავა - კომპანია „ინტერ რაოს“ მიერ უფრო მაღალი ტარიფების მოთხოვნა უსაფუძვლოა

12.01.2021 | 17:03 ნახვები: 199

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ ენერგოკომპანია „ინტერ რაოს" სარჩელთან დაკავშირებით სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

თურნავას თქმით, კომპანიის მოთხოვნა ტარიფების მეტად გაზრდასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და ამ პოზიციაზე მყარად დგანან.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბირტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს" პოზიციები და 200 მილიონის ნაცვლად 80 მილიონის გადახდაზეა საუბარი, ჩვენ მაშინაც ვთვლიდით და ახლაც ასე მიგვაჩნია, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არ გავზარდოთ გადასახდელი ტარიფები მოსახლეობისთვის. ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკ-ის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიზე დაყრდნობით. ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა