„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა თანხის გაფლანგვას“ - ადვოკატი
„მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება“ - გიული ალასანია „პიჯაკების საქმის“ სასამართლოზე
პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს - კელი დეგნანი
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა“ - ადვოკატი
„დღევანდელი სასამართლო სააკაშვილისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება“ - გურამ მაჭარაშვილი
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორედ აირჩიეს
სააკაშვილის ადვოკატები „პიჯაკების საქმის“ დღევანდელ სასამართლოზე
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია

„მნიშვნელოვანია სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე“ - კარლ ჰარცელი

11.25.2021 | 12:02

„მნიშვნელოვანია მისი (სააკაშვილი) პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია," - განაცხადა დღეს, 25 ნოემბერს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გადის. ამასთან, მიხელ სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალებას იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა მიზეზებით არ აძლევს.

„ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე, დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ", - ამბობს ჰარცელი.