„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა თანხის გაფლანგვას“ - ადვოკატი
„მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება“ - გიული ალასანია „პიჯაკების საქმის“ სასამართლოზე
პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს - კელი დეგნანი
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა“ - ადვოკატი
„დღევანდელი სასამართლო სააკაშვილისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება“ - გურამ მაჭარაშვილი
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორედ აირჩიეს
სააკაშვილის ადვოკატები „პიჯაკების საქმის“ დღევანდელ სასამართლოზე
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია

სამი ქვეყანა, სადაც მიხეილ სააკაშვილის შესაძლოა, სამკურნალოდ გადაიყვანონ

11.25.2021 | 11:56

„მთავარია, იყოს სურვილი, ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ასეთი პრაქტიკა, როცა ადამიანს სჭირდება მკურნალობა, შეუძლიათ, რომ ის გადაიყვანონ ან სხვა დაწესებულებაში ან შესაძლოა განიხილებოდეს სხვა ქვეყანაში მკურნალობის გაგრძელება," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გადის.

„მთავარია, იყოს სურვილი, ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ასეთი პრაქტიკა, როცა ადამიანს სჭირდება მკურნალობა, შეუძლიათ, რომ ის გადაიყვანონ ან სხვა დაწესებულებაში ან შესაძლოა განიხილებოდეს სხვა ქვეყანაში მკურნალობის გაგრძელება. ჩვენ განვხილავთ უკრაინას, რადგან ის ცხოვრობდა უკრაინაში და მისი ისტორია არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, გერმანიას და ჰოლანდიას. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, საბოლოო და ობიექტური დასკვნა სპეციალისტებმა უნდა დადონ, შეაფასონ რა არის საჭირო მისი საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის", - ამბობს გრუშოვეცი.