საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 ივლისისთვის - დოლარი - 2.6953 ლარი, ევრო - 2.9476 ლარი, ფუნტი - 3.5028 ლარი
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით დაამტკიცეს
21 ივლისის დილამდე საქართველოში წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
პეტრე ცისკარიშვილი - კობახიძე ცდილობს დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს და თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან
გიორგი ვაშაძე - მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - უკრაინაში ბრძოლის ველზე რთული სიტუაციაა, მაგრამ უკრაინელები პროგრესს აღწევენ

12.05.2023 | 11:54 ნახვები: 237

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინელი სამხედროები პროგრესს აღწევენ და ეს პროგრესი არ წყდება.

„უკრაინაში, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. უკრაინული ძალები ებრძვიან კარგად გამაგრებულ რუს სამხედროებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი პროგრესს აღწევენ. პროგრესი რთულია, მაგრამ ვხედავთ, რომ გრძელდება. როდესაც გასულ კვირას ვიყავით ბრიუსელში, ამ საკითხზე პირდაპირ ვესაუბრეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მან უკრაინის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და დაადასტურა, რომ თუ აშშ-ის კონგრესი სწრაფად არ იმოქმედებს, რესურსები ამოიწურება.

„ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებული ვართ, რომ დაფინანსების დონე იწურება. ვფიქრობთ, რომ 97 პროცენტზე მეტი ამოწურულია. ასე რომ, ძალიან შეშფოთებულები ვართ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მდივანი უერთდება პრეზიდენტს და ადმინისტრაციის სხვა წევრებს და მოუწოდებს კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს“, - აღნიშნა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა