IPN - ტომას გრემი: აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში
Pope's envoy visits Kyiv
Russia keeps missile carrier with eight Kalibrs in Black Sea
387 children considered missing in Ukraine since war started
Russia unlikely to have been successful in its attempts to deplete Ukraine’s air defenses – British intelligence
Ukrainian tanks destroy Russian positions in Bakhmut sector
ხRussian military death toll in Ukraine rises to 210,350
Invaders refuse to demine houses of Mariupol residents

ქალი მეწარმეების მიერ დაარსებული დასუფთავების კომპანია

11.02.2021 | 13:10 ნახვები: 314

Fresh Space ქალი მეწარმეების მიერ დაარსებული დასუფთავების კომპანიაა, რომელიც დაახლოებით ნახევარი წელია ოპერირებს ბაზარზე და შეიძლება ითქვას, რომ უკვე შეძლო თავის დამკვიდრება საკმაოდ კონკურენტულ გარემოში.

წარმატების და წინსვლის პირობად, კომპანიის მენეჯმენტს, არჩეული აქვს ხარისხიანი, სანდო და ორგანიზებული მომსახურების შეთავაზება და რაც მთავარია, მომხარებელთა კმაყოფილების ზრდის მიმართულებით მუდმივი მუშაობა.

კომპანიის ინფორმაციით, გარდა კერძო მომსახურების მიწოდებისა, კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ოფისების, სამუშაო გარემოს რეგულარული დასუფთავების, მინა-ვიტრაჟების წმენდის, სადარბაზოების დასუფთავების მიმართულებით. მუდმივი თანამშრომლობის პირობების გათვალისწინებით მომხმარებლებისთვის გარკვეული სახის ფასდაკლებების შეთავაზებაც მიღებული პრაქტიკაა.

სამუშაოს შესრულების პრინციპი შემდეგნაირია: მოცულობითი სამუშაოს შემთხვევაში თავდაპირველად ხდება ობიექტის ადგილზე დათვალიერება, გამოსაყენებელი ტექნიკისა და ხსნარების შერჩევა, შესაბამისი ადამიანური რესურსის გამოყენებით კი საბოლოოდ მიიღწევა სასურველი შედეგი.

"და ბოლოს, ყოველი ბიზნესის წარმატების საზომი, მომხმარებლის კმაყოფილება და მომსახურების მიღებაზე მზარდი მოთხოვნაა, მენეჯერების მხრიდან კი განვითარებისა და მუდმივი წინსვლის სურვილია.

მიგვაჩნია, რომ დასუფთავების სერვისი, რომელიც ყოველდღიურ საჭიროებას და ამასთან, გარკვეული თვალსაზრისით, რუტინულ სამუშაოს წარმოადგენს, მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ამ სფეროში სამუშაოს შესრულების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საფუძველზე", - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.