One in five economic criminal proceedings closed in Ukraine after audit – President’s Office
General Staff: 104 combat clashes on front lines in past day
SBU shows drones destroying Russian surveillance systems
Military aid worth $1B: Pentagon reveals details of new package for Ukraine
Russians spread fake news about attack on Sumy region
ევროპარლამენტში საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს
Coalition Support Office set up under MoD Ukraine
Not aid packages but united effort by Ukraine, partners can stop Russia - Kuleba

ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო - ეკატერინე ტიკარაძე

10.25.2021 | 15:25 ნახვები: 236

„კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს. ხვალ საბჭოზე გაჟღერებული იქნება გარკვეული კომენტარები და გაკეთდება განცხადებები მის შემოღებასა და ევროპაში გამოყენებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინიტროს პოზიციაა, რომ კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს საინფორმაციო კომუნიკაცია ყველა დონეზე, თუ რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რაც არაერთხელ გაჟღერებულა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვერანაირ იძულების საფუძველს ვერ ვხედავთ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული იყოს თითოეული მიზეზი, თუ რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე, მოხდეს მისთვის განმარტების მიცემა. სწორედ ეს არის დემოკრატია, არანაირი დაპირისპირება არაა. საკითხს ერთპიროვნულად არავინ წყვეტს, ვმსჯელობთ საბჭოზე და ვიღებთ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს",- განაცხადა ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა