ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

„მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ“ - კლინიკების ასოციაციის მიმართვა პრემიერს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

10.25.2021 | 13:02 ნახვები: 222

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო რეაგირება დაგვიანდება და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზედაც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაგეკისრებათ პირადად თქვენ," - ნათქვამია „საქართველოს კლინიკების ასოციაციის" მიერ დღეს, 25 ოქტომბერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გავრცელებულ განცხადებაზე.

„საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობიდან გავიდა 24 დღე, რის შედეგად შესაძლებელია, მას განუვითარდეს პოლიორგანული ფუნქციების დარღვევა, რაც თავისთავად გულისხმობს რამდენიმე ორგანოსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემის ერთობლივ დაზიანებას, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია თანმიმდევრული დიაგნოსტიკა და მონიტორინგი, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური კვლევები და მულტიპროფილური სტაციონარული მკურნალობა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების უწყვეტი ჩართულობით. საქართველოს კლინიკების ასოციაცია გაცნობებთ, რომ ზემოხსენებული პროცედურების განხორციელება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური არჭურვილობის არ არსებობის გამო, ციხის საავადმყოფოს პირობებში სამწუხაროდ შეუძლებელია.

ბატონო პრემიერო, გვსურს ოფიციალურად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო რეაგირება დაგვიანდება და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზედაც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაგეკისრებათ პირადად თქვენ.

პატივს ვცემთ ადამიანის პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმას, მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნას, ეს დანაშაულია და დაუშვებელია. გთხოვთ, შექმნილი ვითარება შეფასდეს ადექვატურად და მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება", - ნათქვამია მიმართვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა