ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობას იწყებს

10.22.2021 | 13:33 ნახვები: 550

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა" განხორციელება იწყება. პროექტს, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირთან და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრთან ერთად, „საქართველოს თეატრალური საზოგადოება" განახორციელებს.

კულტურის სამინიტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაახლოებით 30 წელია, არ არსებობს სტაბილური პერიოდიკა, რომელიც გააშუქებს პროფესიონალი თეატრის მკვლევარებისა და კრიტიკოსების შეფასებებს, საზოგადოებას შესთავაზებს რეცენზიებს, გააანალიზებს თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს. ასევე, წლებია, სპორადული ხასიათი აქვს პროფესიული წრეების მიერ ქართული თეატრის სრულფასოვან ანალიზს. ამასთან, პრაქტიკულად შეფასების მიღმა რჩება რეგიონის თეატრებში მიმდინარე პროცესები. დრამატულად იკლებს კრიტიკოსთა რაოდენობაც, რადგან ახალგაზრდები ამ პროფესიაში პერსპექტივას ვერ ხედავენ.

"სწორედ ამ გამოწვევების ფონზე, კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშესაწყობად. კრიტიკოსთა ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიღწევა მოცემული პროექტის ერთ-ერთი მიზანია. დღეს, თეატრის არაერთი პროფესიონალი კრიტიკოსი იძულებულია, თეატრში დასაქმდეს, რაც ხელს უშლის სათეატრო კრიტიკის განვითარებას საქართველოში. კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი თეატრის კრიტიკოსებს სთავაზობს ჰონორარების სისტემას, რაც, პროექტის მუშაობის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ინსტიტუციურად მდგრადი სისტემა უნდა გახდეს. ეს კი, თავის მხრივ, ახალგაზრდებს გაუჩენს პერსპექტივის განცდას და ხელს შეუწყობს ამ პროფესიაში ახალი თაობის გაჩენას. დღეისათვის, ითვლება, რომ საქართველოში სხვადასხვა თაობის 30-მდე თეატრის კრიტიკოსია", - აღნიშნულია კულტურის სამნინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თეატრის პროფესიონალი მკვლევარები თავიანთი სურვილის მიხედვით შეარჩევენ თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე იმ შემოქმედებით პროცესს, რომლის შეფასება/ანალიზიც სურთ. ამისათვის, ისინი სისტემატურად ესტუმრებიან თბილისისა და რეგიონების თეატრებს. მათი სტატიები და რეცენზიები ანაზღაურდება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, ისე თეატრით დაინტერესებული მაყურებლისთვის ელექტრონულ პორტალზე https://www.theatrelife.ge/.

 

პროექტის მიმდინარეობის პირველი სამთვიანი პერიოდის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, და შესაბამისი პროფესიონალების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, კულტურის სამინისტრო გეგმავს, მომავალი საბიუჯეტო წლიდან სათეატრო კრიტიკის პროექტის დაფინანსება გააგრძელოს, მას შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი შეუქმნას მდგრადობის მიზნით და, საბოლოოდ, სწორედ პროექტში მონაწილე კრიტიკოსებისგან შეადგინოს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების საარჩევნო პროგრამის შესრულების ანალიზი უნდა განახორციელოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა