საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW

დასჯიან თუ არა მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებთან მისალმების გამო - ადვოკატის განცხადება

10.22.2021 | 13:32 ნახვები: 242

„ეს არის მორიგი, სრულიად არასერიოზული საქციელი, როდესაც პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს ადამიანის შხაპის მიღების გრაფიკს," - განაცხადა დღეს, 22 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ პენიტენციური სამსახურის განცხადების საპასუხოდ, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილმა პატიმრის წესები დაარღვია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახურის მსგავსი განცხადებები არ გვაშფოთებს. ეს არის მორიგი, სრულიად არასერიოზული საქციელი, როდესაც პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს ადამიანის შხაპის მიღების გრაფიკს. ჩვენ არ გვაქვს არანაირი იმდაგვარი მოლოდინები, რომ ამას რაღაც სამართლებრივი შედეგები უნდა დაუკავშირდეს, იმიტომ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ბლეფი და არასერიოზული ადამიანს შეედავო, ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს, რომ რატომ მიესალმე შენს მხარდამჭერებსო. თუ ამასთან დაკავშირებით იქნება სამართლებრივი აქტები, ამ საკითხებსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, - ამბობს ბექა ბასილაია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა