შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
In Donetsk region, 3,144 children still live in communities along frontline
UK Defense Secretary calls on Europe not to impose restrictions on trade with Ukraine
Russia’s combat losses in Ukraine up to almost 440K
War update: 60 combat clashes in Ukraine past day
Black Sea Arena- BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის

რატომ აქვთ ვარლამზე ორგაზმი, ანუ რუსეთის მხარდამჭერები საქართველოში და ევროპული კოლაფსი

10.21.2021 | 15:19 ნახვები: 1482

პირდაპირ საქმეზე - გერასიმოვი იცით, ვინ არის? - არა, კინორეჟისორ გერასიმოვზე არ გეკითხებით, ვლადიმერ გერასიმოვზე, რუსეთის გენშტაბის ყოფილ უფროსზე. იცით, რუსეთის წინაშე მისი დამსახურება? - გეტყვით: 2013 წელს, მან გამოაქვეყნა ნაშრომი - „ახალი თაობის ომის წარმოების მეთოდები“. ამ ნაშრომის ფასი იცით? - ის უდევს საფუძვლად 2014 წლიდან რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. აი, იმ ომზე ვსაუბრობ, ქართველების უმეტესობას რომ ჰგონია, არ არის, რადგან ქვემეხების ხმა არ ესმის და რომელშიც თავად არიან ჩართულნი, მაგრამ მეტწილად რუსეთის სასარგებლოდ.

დიახ, რუსეთის სასარგებლოდ იბრძვის დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, იბრძვიან ინსტიტუციებიც კი. ამ ომში ღიად არიან ჩართულნი: საქართველოს საპატრიარქო; პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, მათ შორის, ისიც, რომელსაც ასე ჯიუტად აძლევთ ხმას წლიდან წლამდე. ამ ომშია ჩართული საბჭოთა ინტელიგენციის აჩრდილი და მისი შთამომავლობა; ამ ომში მონაწილეობს „პრადვინუტების კასტა“, რომელიც ტუალეტის ქაღალდიდან დაწყებული გალაქტიკაში არსებულ ამა თუ იმ ვარსკვლავზე მომხდარ აფეთქებებზეც კი ბრძნული სახით აკეთებს კომენტარებს და ა.შ. ნეტავ, დარჩა კი ქვეყანაში ვინმე, ვინც ამ ომში რუსეთის სასარგებლოდ არ იბრძვის?

თუმცა, ამის გასააზრებლად სად სცალია იმ ხალხს, რომელიც თავისი თვალსაწიერით ჯერაც ვერ გასცდა რუსთაველის გამზირის.

***
იცით, ახლა რა ხდება, აი, ამ წუთას ევროპაში? - რუსეთმა მოახლოებული ზამთრის წინ ევროპა ბეჭებზე დადო და „ჰიბრიდული ომის“, აი, იმ ომის, თქვენ რომ არ გჯერათ, უმნიშვნელოვანესი ფაზა მოუგო. იმავე გერმანიაში 1 მგ/სთ 40-დან 93-ევრომდე რომ გაძვირდა, ვიცი, არ გაღელვებთ. მდიდრები არიან და იხადონ, არა? გაზის ფასზე რა ხდება, იცით?

აი, რას წერს ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე:

„საშინელება ხდება ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებთან დაკავშირებით. დგას ერთი ურვა და გნიასი: „დროა უკრაინა ჩავაბაროთ პუტინს, თორემ ვიღუპებითო....“

პუტინმა, პრაქტიკულად, შეწყვიტა გაზის მიწოდება უკრაინის გავლით და ევროკავშირს ეუბნება, ან ახლავე დაამტკიცებ „ჩრდილო ნაკად-2“-ს, ან გაიყინებიო.

მანამდე დეგენერატი და „სასარგებლო იდიოტი“ ტუნბერგების ხელით ევროპა ქარის და მზის ენერგიაზე გადაიყვანა ატომური ენერგიის ნაცვლად და ახლა გაუკვირდათ, რომ ქარის სადგურები თურმე ქარის გარეშე ვერ მუშაობენ, ხოლო მზის სადგურები - მზის გარეშე.

უპრეცედენტოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა პუტინმა ევროპის ენერგოუსაფრთხოების შესახებ ძალიან უცნაურ „ენერგოკონფერენციაზე“, რომელიც მოსკოვში CNBC კორესპონდენტი ქალის მოდელირებით გაიმართა.

ამ დროს ეს მართლა გამოჩერჩეტებული ევროსაზოგადოება იმაზე კი არ მსჯელობს, პუტინი რას ამბობს, არამედ, იმაზე, რამდენად ლამაზი ფეხები აქვს ჟურნალისტ ჰედლის, რა კაბა ეცვა, როგორი ვარცხნილობა ჰქონდა და როგორ უჟუჟუნებდა თვალებს... ყველაფერ ამით, PR თვალსაზრისით, ნებსით თუ უნებლიედ, „გაუპრავა“ პუტინს ვერბალური მუქარა და აგრესია, ნაცვლად არსებითი და შინაარსიანი დისკურსისა.

პოლიტტექნოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი: „საინფორმაციო საბაბის დეფორმაცია“.

აი, ზუსტად ესაა.

არადა, მოსკოვის გარეშე ვერავინ აირჩევდა ამ კონფერენციის მოდერატორად იმას და ისეთს, როგორიც და რა მიზნითაც აირჩიეს...“

ჰო, ვიცი, აქაც ვერ მიხვდებით, რომ ჟურნალისტი ჰედლი „ჰიბრიდული ომის“ იარაღია. ვერ, ვერ და ვერ ხდებით, რადგან აქ, საქართველოში ასეთი იარაღი უამრავი გვყავს, მათ შორის, „პრადვინუტი“ ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც კი.

***

რატომ, რატომ აგებს ომის ამ უმნიშვნელოვანეს ფაზას ევროპა? თუნდაც იმიტომ, რომ... გარემოსდამცველი გრეტა გახსოვთ? ჰო, დასავლური პრესა პირდაპირ წერს რუსეთის მიერ ამ გოგონას მანიპულირებაზე და რომ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა... თუმცა, ჰო... კი არიან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მომწყობი ჩხობაძე, გოდოლაძე, სოხაძე, მათი სულიერი მამა - ჭიპაშივილი და... ა, ხო „კავკასიური სახლი“ „გე-რე-უ“-ს მეორე ბუნაგი საქართველოში - ჯანმრთელად და რა, არ შერჩათ, რო? ვარლამზე ისევ გაქვთ ორგაზმი რა ქალს და რა კაცს?

რუსეთის მიერ წარმოებული ომის მიზანი დღეს ქვემეხების გრუხუნი და დანგრეული ქალაქები კი არ არის, არამედ, იმ ქალაქებში მაცხოვრებელთა ან იდეოლოგიური მხარდაჭერის მოპოვება, ან მათი დამორჩილებაა ენერგეტიკული შანტაჟით და შემდეგ - ექსპანსიით.

ახლა კითხვები მაქვს:

* „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ვალდებული იყო, განეხორციელებინა ნამახვანი და სხვა ჰიდროენერგეტიკული პროექტები და ვერ შესაძლო, რუსეთს შეუწყო ხელი თუ არა?

* „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი განცხადებებით, აქტივობითა და ნამახვამის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის მხარდაჭერით, რუსეთს შეუწყო ხელი თუ არა?

* „პრადვინუტი“ ფეისების გუნდმა, აი, მიმობნეული გალაქტიკის ამბები რომ იციან, საკუთარი კრეტინობით და ვითომ სამშობლოს სიყვარულზე გულდათუთქვით წარმოთქმული საჯარო სადღეგრძელოებით ნამახვანის საკითხში, რუსეთს შეუწყო თუ არა ხელი?

* „მწვანე მკვლელებმა“, რომლებიც საკუთარ თავს გარემოსდამცველებს ეძახიან და ჭორების გავრცელებით არიან დაკავებულნი ან/და პირდაპირ თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან, ნამახვამის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის მხარდაჭერით, რუსეთს შეუწყეს თუ არა ხელი?

* პატრიოტულ მოტივებზე აგდებულმა ხალხი, რომელთა უმეტესობის უკან გულწრფელობის გარდა არაფერი იდგა, აღიარებს, რომ გააბრიყვეს, დღემდე აბრიყვებენ და ნამახვამის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის მხარდაჭერით რუსეთს შეუწყო თუ არა ხელი?

***

ქართველი გრეტა - ვარლამი კვლავ გააქტიურდა. რა უნდა ვარლამს? მოუთმენლად ელოდება ენკას წასვლას. ერთ-ერთ ბოლო ლაივში საოცარი რამ თქვა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არ არსებობსო. ჰმ, http://energy.gov.ge/projects/pdf/pages/Sakartvelos Energetikis Ganvitarebis Strategia 20162025 Samushao Dokumentielektroenergetikis Natsili 1641 geo.pdf
ეს ბმული ნახოს ვარლამმა. სტრატეგია არსებობს უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ ვარლამებიც არსებობენ და სახელმწიფო კიდევ ლაყეა მათ წინააღმდეგ, შესაბამისად ახლა ისევ განახლებულ სტრატეგიაზე უწევს მუშაობა.

ადამიანი, რომელმაც თავის ამფსონებთან ერთად უდიდესი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კითხვებს სვამს და ისევ ინტერპრეტირებს თუნდაც იმავე ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან დაკავშირებით.

თავად კი არ გასცა პასუხი კითხვას, ენკა რომ წავა უბრუნებს თუ არა ინვესტორს ფულს ხეობის მოსახლეობა - მათ შორის მისი ნათესავები, "გაღმა შეედავე" ტაქტიკას ირჩევს და გუმათიდან ცდილობს ქართული ენერგეტიკის აღორძინებას - ანუ დასამარებას. რა ქნას, დავალება აქვს ასეთი და თუ არ შეასრულებს ჩამოკიდებენ ფეხებით.

უფრო მეტიც, ახალი კონტური გამოხატა ბრძოლის - ონის კასკადი.

მაგრამ ყველაზე მთავარი - პოლიტიკური ინტერესი მოხაზა. ნამდვილად იდიოტი პარტიები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ეგრევე ჩარეცხა ყველა - ლამის ამათი დედაცო თქვა და ეს ინტერესის სივრცეა ყველაზე მთავარი - პოლიტიკა.

თურმე მხოლოდ ენერგეტიკაზე აპირებს საუბარს და პოლემიკას, სხვა საკითხებზე სხვა დროს. აი ვარლამს რომ ჰგონია ერბო ქონია ეგაა საქმე. ენერგეტიკაა პოლიტიკა და გაიხედეთ ევროპაში კიდევ ვისაც ეგ არ გჯერათ.

ტყუილი, ტყუილი, ტყუილი კარავში, პირში პაპიროსი და ჯიბეში ხელფასი - აი, ქართველი გრეტას - ვარლამის არსი....

***
საქართველოში „ჰიბრიდული ომი“ მძვინვარებს და იცით, ამის ყველაზე ნათელი გამოხატულება რა არის? - სწორედ ის, რომ რუსთაველის გამზირის მიღმა არ ვიყურებით. ის, რომ ჩვენთან ყველაფერი ან შავია, ან ბნელი. თეთრის ნასახიც კი არ ურევია. ის, რომ ორად ვართ გაყოფილები და „მე“-ს გარდა ყველა მტერია. ის, რომ... და კიდევ უამრავი „ის, რომ...“ მაგრამ ყველაზე მეტად ის, რომ ჩვენისთანა „სასარგებლო იდიოტებით“ გადავსებული ერი არ არსებობს დედამიწის ზურგზე და მერე რა იქნება, არავინ იცის...

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა