ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები-ზალკანიანი
„ოცნების“ ხელში მოქალაქე დაუცველია, სახელმწიფო კი მოშლილი-ნათია მეზვრიშვილი
მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს-ირაკლი ზარქუა
სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები-აზარაშვილი
პრემიერი მპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
31 გარდაცვლილი და 7 947 ახალი შემთხვევა-24 იანვრის კოვიდსტატისტიკა
30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა-გიორგი გაგოშიძე წულუკიანზე
ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

"დროამ" და „ლელომ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

10.20.2021 | 16:24

ოპოზიციურმა პარტიებმა - "დროამ" და „ლელომ" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პარტია „ლელო საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, კოალიციური გაერთიანება ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ მართვა მიმდინარეობდეს მრავალპარტიულად, რაც კრიზისიდან დროულად გამოყვანას შეუწყობს ხელს.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პარტია "დროა" და პარტია "ლელო საქართველოსთვის", რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ ამ ქვეყანაში პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ერთ პარტიას ან ერთ პიროვნებას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, რომ გადაწყვიტოს როგორ უნდა იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ", - განაცხადა ხაზარაძემ