ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები-ზალკანიანი
„ოცნების“ ხელში მოქალაქე დაუცველია, სახელმწიფო კი მოშლილი-ნათია მეზვრიშვილი
მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს-ირაკლი ზარქუა
სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები-აზარაშვილი
პრემიერი მპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
31 გარდაცვლილი და 7 947 ახალი შემთხვევა-24 იანვრის კოვიდსტატისტიკა
30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა-გიორგი გაგოშიძე წულუკიანზე
ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

„სიმულანტი“ - ღარიბაშვილი სააკაშვილის შიმშილობას მასკარადს უწოდებს

10.19.2021 | 14:31

„უნდა, რომ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე, ეს არის სამარცხვინო სიტუაცია," - განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

ამასთან, პრემიერმა სააკაშვილს სიმულანტი უწოდა.

„ის მასკარადი, ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება მისი მხრიდან, ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ჩვეულებრივი სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე, ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, რომ არავის მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, მან ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ დაჩაგრეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა, ამის მეორედ უფლებას არავის მივცემთ" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა საპატიმროში შიმშილობს.