ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები-ზალკანიანი
„ოცნების“ ხელში მოქალაქე დაუცველია, სახელმწიფო კი მოშლილი-ნათია მეზვრიშვილი
მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს-ირაკლი ზარქუა
სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები-აზარაშვილი
პრემიერი მპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
31 გარდაცვლილი და 7 947 ახალი შემთხვევა-24 იანვრის კოვიდსტატისტიკა
30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა-გიორგი გაგოშიძე წულუკიანზე
ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

შალვა პაპუაშვილი საჯარო მოხელეებს სთხოვს, სააკაშვილს არ დაუჯერონ

10.19.2021 | 14:29

„საჯარო მოხელეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ" - განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა საჯარო მოხელეების სახელზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართვის კომენტირებისას.

შეგახსენებთ: 18 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მიმართვა გავრცელდა, სადაც მესამე პრეზიდენტი საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, საარჩევნო კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.

"ქართველ საჯარო მოხელეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ, ეს არის მგონი ყველაზე სწორი მოწოდება და ყველაზე ნათელი ახსნა, თუ რა აბსურდში ამყოფებს მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მთლიან ქართულ საზოგადოებას. უკრაინის მოქალაქე მოწოდებით მიმართავს ქართველ საჯარო მოხელეებს" - განაცხადა პაპუაშვილმა.