ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო - ეკატერინე ტიკარაძე
„არის საკვების მიღების პრეცედენტი“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე
„ოცნება“ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას აანონსებს
„საწოლები აღარ გვეყოფა“ - ექიმი დამძიმებულ კოვიდვითარებაზე
თეა წულუკიანი მალთაყვის სპორტული ბაზის რეაბილიტაციას გვპირდება
„მოგვაწოდოს ინფორმაცია“ - ციხის იმიტირებულ ბუნტზე იუსტიციის მინისტრის პასუხი ნიკა გვარამიას
„მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ“ - კლინიკების ასოციაციის მიმართვა პრემიერს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობას იწყებს

სააკაშვილი შესაძლოა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკითხონ

10.13.2021 | 16:48

„აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს," - განაცხადა დღეს, 13 ოქტომბერს, ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

შეგახსენებთ: საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია გახდა. იმ პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

„ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, რადგან დამაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება",- განაცხადა სადრაძემ.