ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის
General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine
US Senate passes bill on aid for Ukraine, Israel and Taiwan
MEP: EU should use countermeasures to fully confiscate Russian assets
"Immortal Regiment" march on May 9 canceled in Moscow and other Russian cities
Zelensky: Peace Summit should prove that not one person will determine how everyone else in world lives

გიორგი მარგებაძე: ზუსტად დღეს არის გადამწყვეტი მომენტი - ვიყოთ ღარიბი თუ გავხდეთ მდიდარი

10.07.2021 | 17:39 ნახვები: 427

21-ე საუკუნე და მსოფლიო სადაც ნავთობპროდუქტების მარაგები იწურება, სადაც ყველა მეცნიერი თუ ინოვატორი მიზანმიმართულია მოახდინოს ნებისმიერი შიდა წვის ძრავის ელექტრული ძრავებით ჩანაცვლება, სადაც კრიპტოვალუტის პოპულარობა დღითი დღე იზრდება და პირდაპირ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ნიშნავს.

მსოფლიო სადაც ელექტროენერგიის და ნავთობპროდუქტების ტარიფიც წლიდან წლამდე იზრდება მათზე მოთხოვნის და დამოკიდებულების ზრდასთან პარალელურად, მსოფლიო სადაც ყველა ბოლო დროინდელი მაშტაბური ომების მიზანი მხოლოდ ამ რესურსების ხელში ჩაგდება იყო და მომავალშიც ასე იქნება. მსოფლიო, რომელიც მხოლოდ რესურსების მართვის მანიით არის შებყრობილი, ჩვენ ქართველებს ვიღაცამ დაგვაჯერა რომ თურმე ხაჭაპურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და 10 ევროს სანაცვლოდ ჩოხაში გამოწყობილი მომღიმარ ტურისტთან სურათის გადაღება ჩვენი და ქვეყნის მომავლის ერთადერთი ხსნაა.
სიმწრით მოვიტანეთ ქვეყანა დღევანდელ დღემდე, ქერათმიანი და ცისფერთვალება ჯიში გავშავდით ამდენი ომების და უბედურებების გადამკიდე, მოვიტანეთ ქვეყანა, რომელზეც ვერავინ და ვერასდროს იფიქრებდა, რომ თანამედროვე სამყაროში ელექტროენერგიის ასეთი დიდი რესურსის და ულევი მარაგის პატრონი იქნებოდა.
სანაცვლოდ რას ვაკეთებთ?
ვაშენებთ თბოსადგურებს და ვყიდულობთ გაზს (სახელმწიფო) რომ გვქონდეს დენი, შემდეგ ვყიდულობთ ამ დენს (მოსახლეობა), რომ ისევ ვიყიდოთ გაზი, რომ ისევ გვქონდეს დენი და რომ ისევ ვიყიდოთ გაზი, და რა მოსდის ჩვენს წყალს? რას შვება? საუკუნეებია მშვიდად მიედინება და მიედინება ზოგი ზღვაში შავში და ზოგიც კასპიაში.
როდემდე ან რისთვის უნდა ვამდიდროთ სხვები, მე არ ვიცი.
ცნობისთვის გაზი გაძვირდება და შესაბამისად გაძვირდება ელექტროენერგიაც (ევროპაში უკვე 1200 $-ს გადააჭარბა პირველად 1000 მ3-ის ფასმა), და ამ მიდგომით 30 წელიწადში ისე მოვისპობით რომ რუსეთთან კი არა, ჩრდილოეთ კორეასთანაც შევალთ ალიანსში როგორმე ვინმემ რამე ხორცი გადმოგვიგდოს, სანაცვლოდ სანაცვლოდ ხაჭაპურს და ჩურჩხელას ვაჭმევთ და ხის ქვეშ ჩრდილში დავასვენებთ. „ქსტაწი" ვარლამებიც ცოცხლები იქნებიან მაგ დროისთვის, ახლო მომავალზე მაქვს საუბარი და მოესწრებიან.
„წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო" იძახდა ძველი ხალხი, ზუსტადაც რომ დღეს გვაქს უამრავი წყალი რომლის დენში გარდაქმნა, დიდ ძალას და პატივისცემას მოგვანიჭებს. ზუსტად დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, ვიყოთ დამოკიდებული თუ გავხდეთ დამოუკიდებელი, ვიყოთ იმპორტიორი თუ გავხდეთ ექსპორტიორი, ვიყოთ ღარიბი თუ გავხდეთ მდიდარი, მივართვათ ჩვენი ხაჭაპური თუ მოგვართვან მათი ხაჭაპური.
წყალი ძალაა.
ცოდნა ძალაა.

გიორგი მარგებაძე,

მცირე და საშუალო ჰესების აღმასრულებელი დირექტორი,

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა